გადადი მთავარ შიგთავსზე
IBSU — International Black Sea University

საპატიო დოქტორები

უმაღლესი აღიარება, რომელსაც უნივერსიტეტი გასცემს. IBSU საპატიო დოქტორის წოდებას ანიჭებს მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებსა და კულტურის ლიდერებს, რომელთა ცხოვრებისეული საქმე ატარებს იმ ღირებულებებს, რომლებსაც უნივერსიტეტი ასწავლის. წოდება ენიჭება უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით.

მიხეილ გვათუა საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიაზე
საპატიო დოქტორი

მიხეილ გვათუა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური წელი ღვაწლმოსილი პროფესორების დაჯილდოებით გაიხსნა.

ღონისძიებაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დააჯილდოვა ღვაწლმოსილი პროფესორები, რომლებსაც უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობის 20 წელზე მეტი უწყვეტი სტაჟი აქვთ და 2021-2022 სასწავლო წლის სამეცნიერო საქმიანობაში ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორები.

მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს მიხეილ გვათუას.

რომან შტრასე საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიაზე
საპატიო დოქტორი

რომან შტრასე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს 2022 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით რომან შტრასეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

საპატიო დოქტორს ჯილდო უნივერსიტეტის რექტორმა გადასცა. როგორც მან აღნიშნა, რომან შტრასე უნივერსიტეტის დიდი ხნის მეგობარია და მასთან IBSU-ს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებს. „უნივერსიტეტის მმართველი საბჭოსთვის დიდი პატივია ბატონ შტრასეს მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება“, — განაცხადა რექტორმა.

დაჯილდოების შემდეგ ბატონმა შტრასემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის მმართველ საბჭოს სასიამოვნო სიურპრიზისთვის და განაცხადა, რომ აქტიური თანამშრომლობა IBSU-სთან მომავალშიც გაგრძელდება. სტუმარმა ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებზე. რომან შტრასემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უნივერსიტეტის სტუდენტები, შესაძლებლობების ფარგლებში, თავიანთ წვლილს შეიტანენ.

ბატონი შტრასე საქართველოსა და მისი ევროპული მომავლის ხანგრძლივი მეგობარი და მხარდამჭერია. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრების ჯგუფის ჩამოყალიბებაში 2017 წლის ოქტომბერში და მისი პირველი გენერალური მდივანი გახდა. იგი 40 წელზე მეტია ევროპულ პოლიტიკაში მოღვაწეობს და შთამბეჭდავი კარიერა აქვს.

მარიუს მაშკევიჩი საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიაზე
საპატიო დოქტორი

მარიუს მაშკევიჩი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მარიუს მაშკევიჩისთვის, IBSU-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ბატონი ელჩი მისასალმებელ სიტყვაში პოლონეთის უახლეს ისტორიას შეეხო, საბჭოთა მემკვიდრეობასა და პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრა.