სადაც შენი გზა MIT-ს აღწევს

IBSU — სადაც შენი გზა მსოფლიოს №1 უნივერსიტეტამდე მიდის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) და მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური ინსტიტუტი – Massachusetts Institute of Technology (MIT) – პარტნიორები არიან. ეს თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ინტეგრირდნენ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სამეწარმეო და ინოვაციურ ეკოსისტემაში. პარტნიორობის ფარგლებში IBSU, MIT-ის სამეწარმეო ცენტრის – Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network (GLEEN)-ის თანადამფუძნებელია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად. IBSU-ში რეგულარულად ტარდება ჰაკათონები, აქსელერატორები და პრეაქსელერატორები, რომლებიც MIT-თან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამების მონაწილე სტუდენტები საერთაშორისო სერტიფიკატებს იღებენ და რეალურ სამეწარმეო და ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას იძენენ.
ინსტიტუტი, რომელთანაც ვთანამშრომლობთ
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (MIT) მსოფლიო ინოვაციების უდავო ლიდერია და მისი სამეწარმეო მოდელი აღიარებულია მსოფლიო სტანდარტად. ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული 30 000-ზე მეტი აქტიური კომპანია (მათ შორის, Intel, Moderna, Dropbox, AMD) ქმნის 4.6 მილიონზე მეტ სამუშაო ადგილს, მათი ჯამური წლიური შემოსავალი კი $2 ტრილიონს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მე-10 უმსხვილესი ეკონომიკის ტოლფასია. ინსტიტუტის ვენჩერული ფონდი The Engine ამჟამად ორიენტირებულია “Tough Tech” მიმართულებაზე. ეს ეკოსისტემა ამტკიცებს, რომ MIT არ არის მხოლოდ სასწავლებელი, არამედ გლობალური ეკონომიკური ძრავა, რომელიც სამეცნიერო აღმოჩენებს რეალურ, მაღალტექნოლოგიურ ბიზნეს-იმპერიებად გარდაქმნის.
- Intel
- Moderna
- Dropbox
- AMD
პარტნიორობის უპირატესობები
Universal AIMIT-ში გადამზადებული ლექტორები
IBSU-ს აკადემიური პერსონალი რეგულარულად გადის გადამზადებას MIT-ში და მეთოდებს თბილისში აბრუნებს.
IBSU-ს სტუდენტები აშშ-ში
სტუდენტები MIT-ის პროგრამებს კემბრიჯის კამპუსზე უერთდებიან.
შეუზღუდავი წვდომა ORBIT-ზე
IBSU-ს ყველა სტუდენტს მიუწვდება ხელი MIT-ის სამეწარმეო პლატფორმა ORBIT-ზე.
საერთაშორისო სერტიფიცირება
პარტნიორობის ფარგლებში გავლილი პროგრამები MIT-ის სერტიფიკატს იძლევა.
წვდომა Universal AI-ზე
MIT-ის ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, ღია IBSU-ს ყველა სტუდენტისთვის.
GLEEN-ის თანადამფუძნებლობა
IBSU MIT-ის ქსელის Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network თანადამფუძნებელია.
პლატფორმა იდეების კომერციალიზაციისთვის
ORBIT პლატფორმაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი MIT-თან პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას ჰქონდეთ ულიმიტო წვდომა MIT-ის ციფრულ პლატფორმაზე – ORBIT, რომელიც წარმოადგენს მეწარმეობისა და სტარტაპების განვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ ინსტრუმენტს მსოფლიოში.
GLEEN-ის თანადაფუძნება MIT-თან ერთად
პარტნიორობის ფარგლებში, IBSU, მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებთან ერთად, არის სამეწარმეო განათლების ლიდერების გლობალური ქსელის (GLEEN) თანადამფუძნებელი, რომელიც MIT-ის Martin Trust Center for Entrepreneurship-ის ინიციატივით შეიქმნა.
IBSU-ში MIT-თან თანამშრომლობით რეგულარულად ტარდება ჰაკათონები, აქსელერატორები და პრე-აქსელერატორები, სადაც მონაწილე სტუდენტები იღებენ საერთაშორისო სერტიფიკატებს და რეალურ გამოცდილებას სამეწარმეო და ინოვაციურ პროექტებზე მუშაობით.
სტუდენტი MIT-ში
მეტი ცენტრიდან
როგორც კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტისთვის, ჩემთვის MIT არის ინოვაციების ადგილი, სადაც ტექნოლოგიური იდეები ბიზნეს მოდელებად იქცევა.
StartMIT არის სტარტაპ აქსელერაციის პროგრამა, სადაც მეწარმეობაში გამოცდილი და პროფესიონალი სპიკერები გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და გვასწავლიან, როგორ განვავითაროთ სტარტაპი იდეიდან ამოქმედების ეტაპამდე. პროგრამის ფარგლებში განხილული ყველა თემა ძალიან საინტერესო იყო — განსაკუთრებით გამოვარჩევდი სამიზნე აუდიტორიის შერჩევას, Product-Market Fit-ს და ფიჩინგის ნაწილს.
MIT-მა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სპიკერები თავიანთ სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული ფიგურები იყვნენ, რაც მათთან ურთიერთობას განსაკუთრებით ღირებულს ხდიდა. ძალიან მომეწონა მათი უშუალო დამოკიდებულება — თითოეული გვიზიარებდა საკუთარ გამოცდილებას, მარცხს, განვლილ გზასა და მიღწეულ წარმატებებს. მათი ისტორიების მოსმენამ, თავისუფალი კითხვა-პასუხის ფორმატში, მასწავლა, როგორ ავირიდო პოტენციური შეცდომები და ვიყო უფრო თანმიმდევრული სტარტაპის განვითარების პროცესში.
