გადადი მთავარ შიგთავსზე
IBSU — International Black Sea University

მისია, ხედვა და ღირებულებები

მისია და ხედვა

მისია

საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლება სწავლებასა და კვლევაში

შევთავაზოთ უმაღლესი განათლება, რომელიც ეფუძნება სწავლა-სწავლებისა და კვლევის საუკეთესო პრაქტიკას და ამზადებს კვალიფიციურ, კონკურენტუნარიან, დემოკრატიული ფასეულობების მქონე თაობას ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის შესაბამისად.

ხედვა

თანამედროვე, საერთაშორისო გარემო მრავალფეროვნებასა და თანასწორობაზე

შევქმნათ მრავალფეროვნებასა და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული ხარისხიანი, ინოვაციური, საერთაშორისო, თანამედროვე სასწავლო და სამეცნიერო გარემო, რომელიც უნივერსიტეტს მოუტანს ადგილობრივ და საერთაშორისო აღიარებას.

შვიდი ღირებულება განსაზღვრავს, როგორ ვასწავლით, ვიკვლევთ და ვიმართებით.

01

აკადემიური თავისუფლება

თავისუფალი აკადემიური გარემო, რომელიც ხელს უწყობს კვლევას და აკადემიური გამოცდილების გაზიარებას.

02

ინკლუზიურობა

პატივისცემა თითოეული ადამიანის უნიკალური შესაძლებლობებისადმი; ინკლუზიური გარემო, სადაც განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია.

03

თანასწორობა და მრავალფეროვნება

ადამიანის უფლებების და ეთნიკური, კულტურული თუ რელიგიური სხვადასხვაობის პატივისცემა, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

04

გამჭვირვალობა

ეფექტური, სამართლიანი და გამჭვირვალე მმართველობა სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის, ეთიკისა და კეთილსინდისიერების დაცვით.

05

ინოვაცია

ახალი აკადემიური და სამეცნიერო მეთოდები, ახალი მიდგომები და ინტერნაციონალიზაცია ადგილობრივი და გლობალური სტანდარტებით.

06

მდგრადი განვითარება

დაწესებულების სტაბილური, ეფექტური ფუნქციონირება მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით.

07

სოციალური პასუხისმგებლობა

წვლილი სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში, დემოკრატიული პრინციპებითა და უწყვეტი სწავლით.

— სრული ტექსტიმისია, ხედვა და ღირებულებები განსაზღვრულია უნივერსიტეტის სადამფუძნებლო დოკუმენტებში.