სტანდარტები, რომელთა დამტკიცებაც შეგვიძლია

ხარისხის სამი საყრდენი
ინსტიტუციური ლიცენზია, რომელიც უნივერსიტეტს საქმიანობის უფლებას აძლევს, პროგრამული აკრედიტაცია, რომელიც ადასტურებს თითოეული ხარისხის შესაბამისობას ეროვნულ სტანდარტებთან — და სტრატეგიული განვითარების სამსახური, რომელიც განსაზღვრავს უნივერსიტეტის შემდეგ ნაბიჯებს.
ავტორიზაცია
ინსტიტუციური ლიცენზია, რომელიც IBSU-ს უფლებას აძლევს იმოქმედოს და გასცეს კვალიფიკაცია საქართველოში.
როგორ მუშაობს02აკრედიტაცია
დამოუკიდებელი დადასტურება, რომ თითოეული საგანმანათლებლო პროგრამა აკმაყოფილებს ეროვნულ სტანდარტებს.
პროგრამის აკრედიტაციასტრატეგიული განვითარება
ინსტიტუციური სტრატეგიული დაგეგმვა — შვიდწლიანი სტრატეგია, სამწლიანი სამოქმედო გეგმები და მათი მონიტორინგი.
აკრედიტებული პროგრამები
პროგრამების კატალოგისადაც ავტორიზაცია მოიცავს დაწესებულებას, აკრედიტაცია მოიცავს თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამას. IBSU-ს ყველა პროგრამა დამოუკიდებლად ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგების, პერსონალისა და რესურსების ეროვნული სტანდარტებით — და პერიოდულად ხელახლა აკრედიტდება.
პროგრამის დონეზეაკრედიტებული პროგრამები
50-მდე აკრედიტებული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა — დაათვალიერე სრული კატალოგი.
გახსენი კატალოგი
ხუთ სკოლაშისკოლები და სტანდარტები
ბიზნესი, სამართალი, განათლება და ჰუმანიტარია, კომპიუტერული მეცნიერება და არქიტექტურა, მედიცინა — თითოეული აკრედიტებული თავის სფეროში.
გაეცანი სკოლებს
მტკიცებულებათვითშეფასება და ანგარიშები
თვითშეფასების ანგარიშები და დოკუმენტები, რომლებიც ამყარებს თითოეულ აკრედიტაციის გადაწყვეტილებას.
ნახე დოკუმენტაციასტრატეგიული განვითარება
სტრატეგიული განვითარების სამსახურიხარისხის უზრუნველყოფა პასუხობს, რამდენად კარგად მუშაობს უნივერსიტეტი დღეს; სტრატეგიული დაგეგმვა კი განსაზღვრავს, საით მიდის ის შემდეგ. სტრატეგიული განვითარების სამსახური ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით მართავს ინსტიტუციურ სტრატეგიულ დაგეგმვას — შვიდწლიან სტრატეგიას, სამწლიან სამოქმედო გეგმებს და მათი შესრულების მონიტორინგს.
სამსახურის მიზანი
ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით უზრუნველყოს ინსტიტუციური სტრატეგიული დაგეგმვისა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა, სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით.
შეიმუშაოს შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარებისა და სამწლიანი სამოქმედო გეგმები, უზრუნველყოს მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა, კონტროლი და მონიტორინგი.
უზრუნველყოს უნივერსიტეტის მუდმივი განვითარება, განათლების სფეროში ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე საუკეთესო, თანამედროვე მიდგომების მოძიებითა და მათი დანერგვით.
უზრუნველყოს უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის საჭირო კვლევების ჩატარება და მონაცემთა ანალიზი.
სამსახურის ფუნქციები
სტრუქტურულ ერთეულებთან, სკოლებთან შეთანხმებით განსაზღვროს და შეიმუშაოს სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია.
შეიმუშაოს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მონიტორინგის მექანიზმები.
უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების ჩართულობით უნივერსიტეტის მისიის, ხედვისა და ღირებულებების განსაზღვრა.
უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად სტრატეგიული დაგეგმვისთვის საჭირო პროცესების ორგანიზება.
უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების ჩართულობით უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
უზრუნველყოს სტრუქტურული ერთეულების/სკოლების სამოქმედო გეგმების შემუშავების მხარდაჭერა უნივერსიტეტის ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისად.
უზრუნველყოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და სკოლების მიერ სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების პროცესის ზედამხედველობა.
უზრუნველყოს უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებისთვის საჭირო ანგარიშებისა და დოკუმენტების შემუშავება (სამოქმედო გეგმის შესრულების, მონიტორინგის ანგარიშები და სხვა).
საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მოდიფიცირება.
უზრუნველყოს უნივერსიტეტის ბიზნესპროცესების უწყვეტობის გეგმის შემუშავების კოორდინირება, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობა, მისი პერიოდული განახლებისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა.
ყოველი სემესტრის ბოლოს განიხილოს სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი საქმიანობის ანგარიშები და საჭიროების შემთხვევაში შედეგები წარუდგინოს ადმინისტრაციის დარგის პრორექტორს მმართველ საბჭოზე წარსადგენად.
აკადემიური წლის ბოლოს განიხილოს სტრუქტურული ერთეულების/სკოლების მიერ წარმოდგენილი წლიური საქმიანობის ანგარიშები, რის საფუძველზეც ადმინისტრაციული დარგის პრორექტორთან ერთად ხორციელდება უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მიზნების, ინდიკატორებისა და აქტივობების შეფასება-მოდიფიცირება.
მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მენეჯმენტთან შეხვედრებში სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხილვის მიზნით.
უზრუნველყოს საჭიროების მიხედვით უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებისთვის საუკეთესო პრაქტიკის მოძიება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/სკოლების ჩართულობით.
უზრუნველყოს ყველა იმ დამატებითი ღონისძიების განხორციელება, რაც წინამდებარე დებულებით პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირშია მისი ფუნქციების შესრულებასთან.
სამსახურს აქვს უფლებამოსილება ადმინისტრაციული დარგის პრორექტორთან შეთანხმებით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და სკოლების ჩართულობით, დაგეგმოს/განახორციელოს უნივერსიტეტის სტრატეგიული დაგეგმვისთვის საჭირო საქმიანობა.
დებულება
ხარისხის დოკუმენტები
უნივერსიტეტის ყველა დოკუმენტიდებულებები და ანგარიშები, რომლებიც აწესრიგებს ხარისხის უზრუნველყოფას უნივერსიტეტში.
