გადადი მთავარ შიგთავსზე
IBSU — International Black Sea University

IBSU-ს გამოსაშვები საღამო 2025

02 აგვ · 18:00

მოახლოებული ღონისძიებები

თარიღი
02 აგვ
დრო
18:00

მოახლოვდა დღე, რომელსაც უნივერსიტეტში სწავლის დაწყების დღიდან ელით. ათიდან უკუთვლით და ქუდის ცაში აგდებით სამყაროს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ამცნობთ.

მოინიშნეთ და დაიმახსოვრეთ, 2 აგვისტო! თქვენი კიდევ ერთი ბედნიერი დღე და თქვენს უნივერსიტეტთან დაკავშირებული კიდევ ერთი ძვირფასი მოგონება.

2 აგვისტოს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის ეზოში გაიმართება 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები, დაუვიწყარი საღამო.

კამპუსის ეზოში დაგხვდებათ ორი სცენა - ოფიციალური ცერემონიისთვის, სადაც გადმოგეცემათ სიგელი და კონცერტისთვის, სადაც თქვენთვის იმღერებს ლინდა ადამია და ჯგუფი 1/4 და დაუკრავს DJ.

IBSU-ში დაგხვდებათ განსხვავებული, ფერადი და ლამაზი გარემო, ფოტოსივრცეები ბედნიერი წამების აღსაბეჭდად, გემრიელი ფურშეტი, ბევრი სასმელი და სადღესასწაულო ტორტი.