გადადი მთავარ შიგთავსზე
IBSU — International Black Sea University

აზიური ბაზრის შესაძლებლობები სტარტაპებისთვის

20 მარ · 12:00

მოახლოებული ღონისძიებები

თარიღი
20 მარ
დრო
12:00

ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, JICA-სა და GITA-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნება აზიური და იაპონური ბაზრების თავისებურებებსა და იქ შესვლის სტრატეგიებს. შეხვედრის მთავარი მომხსენებელი იქნება ბუნჰო კო (Boonho Koh).

ბუნჰო კო (Boonho Koh) არის მალაიზიელი ექსპერტი, რომელიც ფლობს ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს (ბიოსამედიცინო ინჟინერია) და გლობისის უნივერსიტეტის (იაპონია) MBA-ს. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სტარტაპების ხელშეწყობასა და საერთაშორისო ექსპანსიაში.