ღია კარის დღე
23 აპრ · 14:00
მოახლოებული ღონისძიებები
- თარიღი
- 23 აპრ
- დრო
- 14:00
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე.
შეხვედრა საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და სტუდენტური შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში თქვენ შეძლებთ:
გაეცნოთ აკრედიტებულ ქართულენოვან და ინგლისურენოვან პროგრამებს; მიიღოთ ინფორმაცია გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო პარტნიორობების შესახებ; გაიგოთ მეტი შიდა საუნივერსიტეტო გრანტებისა და დაფინანსების სისტემის თაობაზე; დაათვალიეროთ საუნივერსიტეტო კამპუსი, ბიბლიოთეკა და თანამედროვე ლაბორატორიები.
შეხვედრის ბოლოს საშუალება გექნებათ, პირისპირ გაესაუბროთ სკოლების დეკანებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მისაღებად.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://ibsu.edu.ge/ღია-კარის-დღე/
გელოდებით!
📍 დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. N2, თბილისი
