გიორგი ლორიას საჯარო ლექცია თემაზე- "სამყაროს აღქმა: სამართალი და სახელმწიფო გილგამეშის ეპოსში''
26 ივნ · 11:00
მოახლოებული ღონისძიებები
- თარიღი
- 26 ივნ
- დრო
- 11:00
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე, რომელიც დაეთმობა ძველი შუამდინარული ცივილიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეპოსს - გილგამეშის ეპოსს.
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება შუმერის ნახევრად მითიური მმართველის, გილგამეშის, ისტორია, მისი ძალაუფლების ტრანსფორმაცია და საზოგადოების როლი სამართლიანი მმართველობის აღდგენაში. ეპოსის მაგალითზე მსმენელები გაეცნობიან სამართლის, სახელმწიფოსა და ხელისუფლების შესახებ უძველეს წარმოდგენებს.
პრეზენტატორი: გიორგი ლორია, სამართლის დოქტორი
თარიღი: 26 ივნისი, 11:00 აუდიტორია: IBSU-ს ბიბლიოთეკის საკონფერენციო
