გადადი მთავარ შიგთავსზე
IBSU — International Black Sea University

AMA სესია Startupbootcamp-ის თანადამფუძნებელ კარსტენ კოლბეკთან

25 ნოე · 15:00 · ბიბლიოთეკის საკონფერენციო სივრცე

მოახლოებული ღონისძიებები

თარიღი
25 ნოე
დრო
15:00
ადგილი
ბიბლიოთეკის საკონფერენციო სივრცე

IBSU-ს ეწვევა გლობალური აქსელერატორის, Startupbootcamp-ისა და RainMaking-ის თანადამფუძნებელი-კარსტენ კოლბეკი (Carsten Kølbek). თუ გაინტერესებს სტარტაპები, მეწარმეობა ან უკვე მუშაობ საკუთარ ბიზნესიდეაზე, ეს შეხვედრა შენთვისაა. ტრადიციული ლექციის ნაცვლად, შეხვედრა წარიმართება „Ask Me Anything“ (AMA) ღია და ინტერაქციული დისკუსიის ფორმატში.

რას მიიღებ შეხვედრაზე: გაეცნობი სტუმრის საერთაშორისო გამოცდილებას კომპანიების შენებასა და სტარტაპების აქსელერაციაში; შეძლებ წარადგინო საკუთარი ბიზნესიდეა ან სტარტაპი და მიიღო პრაქტიკული უკუკავშირი (Feedback); განიხილავ შენთვის საინტერესო გამოწვევებს და დასვამ ნებისმიერ კითხვას.

შეხვედრას ასევე დაესწრება Startupbootcamp Georgia-ს გუნდი (GITA-ს აქსელერაციის პროგრამის განმახორციელებელი), რომელიც გაგაცნობს აქსელერაციის პროგრამებს, მონაწილეობის კრიტერიუმებსა და განაცხადების მიღების პროცესს.

თარიღი: 25 ნოემბერი, 15:00 ადგილი: ბიბლიოთეკის საკონფერენციო სივრცე შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე.