გადადი მთავარ შიგთავსზე
IBSU — International Black Sea University

პანელური დისკუსია: "Women in Tech" – ინოვაციები და სტარტაპ ეკოსისტემა

04 მარ · 13:30

მოახლოებული ღონისძიებები

თარიღი
04 მარ
დრო
13:30

🚀👩‍💻 პანელური დისკუსია: "Women in Tech" – ინოვაციები და სტარტაპ ეკოსისტემა

🌱 ინოვაციებისა და მეწარმოების ცენტრი “სტარტაპ საათის” ფარგლებში გიწვევთ პანელურ დისკუსიაზე ინოვაციებისა და სტარტაპ ეკოსისტემის წამყვან ლიდერებთან ერთად.

🎙️ სპიკერები, რომლებიც საკუთარი იდეებით ცვლიან ეკოსისტემის რეალობას:

✨ იაკო ჯიქია – სტარტაპ Helio AI-ს დამფუძნებელი და CEO.

Helio AI არის პირველი ციფრული AI რეკრუტინგის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს აპლიკანტების მართვის სისტემას (ATS), ადგილობრივ ენაზე მორგებულ AI-ს და გეიმიფიცირებულ (Gamified) პიროვნების ტესტს. Helio-მ უკვე მოიზიდა 1 000 000 ლარამდე ინვესტიცია.

თემა: ⚡ სტარტაპ მომავალი: From Zero To Hero

✨ მედეა ჯანჯღავა - Future Laboratory-ის მმართველი დირექტორი.

Future Laboratory არის ინოვაციური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ახორციელებს სტარტაპ აქსელერატორებსა და ვენჩურული დაფინანსების პროგრამებს საქართველოში დაფუძნებული სტარტაპებისთვის.

თემა: ⚡ ინვესტორებთან ეფექტური კომუნიკაცია: როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება

📢 დასასწრებად აუცილებელია დარეგისტრირდეთ ბმულზე: https://shorturl.at/qnGcr

🔥 რას მიიღებ შეხვედრაზე?

✅ როგორ დავიწყოთ სტარტაპი ნულიდან real-based მაგალითებზე

✅ როგორ შევქმნათ იდეა, რომელიც ინვესტორების ყურადღებას მიიქცევს

✅ როგორ დავძლიოთ დაფინანსების მოპოვების გამოწვევები

✅ რა ტექნოლოგიები ცვლიან სტარტაპების ეკოსისტემას დღეს

🤝 ვისთვის არის განკუთვნილი ეს ღონისძიება?

🔹 სტუდენტებისთვის, რომლებიც საკუთარ სტარტაპზე ოცნებობენ

🔹 დამწყები მეწარმეებისთვის, რომლებიც მზად არიან გადადგან შემდეგი ნაბიჯი

🔹 ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ინოვაციებით, მეწარმეობითა და სტარტაპების სამყაროთი.

🗓️ თარიღი: 4 მარტი, 2025

⏰ დრო: 13:30

📍 ლოკაცია: საკონფერენციო დარბაზი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი