
VirtuallyEDU 2.0
virtuallyedu20.comვირტუალური გაცვლები ეთიკური ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნისა და ციფრული მოქალაქეობის განვითარებისათვის
ევროკავშირის Erasmus+ კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულია პროექტი – VirtuallyEDU 2.0 – ვირტუალური გაცვლები ეთიკური ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნისა და ციფრული მოქალაქეობის განვითარებისათვის. პროექტის მიზანია ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონების ახალგაზრდების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდული მუშაკების გაძლიერება ეთიკური ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის, ციფრული უნარების, კრიტიკული აზროვნებისა და სამოქალაქო ჩართულობის განვითარება, ინოვაციური ვირტუალური გაცვლითი აქტივობების საშუალებით.
პროექტი შექმნის ინკლუზიურ ციფრულ სასწავლო გარემოს, რომელიც დააკავშირებს სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებს, ხელს შეუწყობს კულტურათაშორის დიალოგს და მხარს დაუჭერს პასუხისმგებელი და სოციალურად აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებას.
Newsletters:


