ბიზნესის სკოლა

სკოლის შესახებ
ბიზნესის სკოლა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოთხოვნადი სკოლაა არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე.
ჩვენს კურსდამთავრებულებს გააჩნიათ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა და შესაბამისი განათლება, რომელიც ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე.
ბიზნესის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. სკოლა დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი და უცხოელი მაღალკვალიფიციური პროფესორებით, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტებით. აქ ისწავლება შრომით ბაზარზე არსებული ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები.
სკოლის მიზანი
- სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებით კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება
- ბიზნესის თეორიული და პრაქტიკული საკითხების საფუძვლიანი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება
- ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საქმიანობისთვის სტუდენტების მომზადება
- სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში დასაქმების ხელშეწყობა
- თანამედროვე ბიზნესგარემოს გამოწვევებზე რეაგირებისთვის საჭირო უნარების განვითარება
- სტუდენტების მხარდაჭერა კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში
პროგრამები
საბაკალავრო
6- ბიზნესის ადმინისტრირება — მენეჯმენტიქართულიინგლისური
- ბიზნესის ადმინისტრირება — მარკეტინგიქართულიინგლისური
- ბიზნესის ადმინისტრირება — ფინანსებიქართულიინგლისური
- ბიზნესის ადმინისტრირება — საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტიქართულიინგლისური
- ბიზნესის ადმინისტრირება — ტურიზმიქართულიინგლისური
- ეკონომიკაქართულიინგლისური
სამაგისტრო
3სადოქტორო
1აკადემიური და სოციალური აქტივობები
სწავლის პროცესში ყურადღება გამახვილებულია სტუდენტების ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების ფორმირებაზე.
ინტერაქტიული სწავლების პროცესი მიმდინარეობს სემესტრული პროექტების, ანალიზისა და დისკუსიების თანხლებით
- მრავალფეროვანი პროექტები
- მრგვალი მაგიდის დისკუსიები ექსპერტებთან
- საჯარო ლექციები და ტრენინგები
- სემინარები და კონკურსები
- კომპანიების მიერ შემოთავაზებული კვლევების მომზადება
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობა სკოლის ბაზაზე არსებული სამეცნიერო ჟურნალის მომზადებაში
- გაცვლითი პროგრამების საშუალებით სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
კარიერა და დასაქმება
ბიზნესის სკოლა დაინტერესებულია სტუდენტობის პერიოდშივე დასაქმებაზე. ამ მიზნით სტუდენტებს დამამთავრებელ სემესტრში სავალდებულო საგნად აქვთ კომპანიაში სტაჟირების გავლა, რაც უზრუნველყოფს მათ შემდგომ დასაქმებას.
- 93%დასაქმების მაჩვენებელი
- 74%დასაქმება კვალიფიკაციის შესაბამისად
- 100+დარგის წამყვანი პარტნიორი კომპანიები
საერთაშორისო და გაცვლითი პროგრამები
ბიზნესის სკოლაში სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გაცვლითი პროგრამების საშუალებით საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ. წარმატებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისწავლოს ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში; გაეცნონ ახალ გარემოს და მიიღონ მნიშვნელოვანი გამოცდილება
აკადემიური პერსონალი
აკადემიური პერსონალის ნაწილი — სრული ცნობარი განთავსდება პერსონალის გვერდებზე.
ნახე მეტი



