სარგებლობის წესები

საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობისას მკითხველებმა უნდა დაიცვან ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები, ხელი არ შეუშალონ სხვა მკითხველებს და არ შეაფერხონ ბიბლიოთეკის ნორმალური ფუნქციონირება.
- 01სამკითხველო დარბაზში შესვლამდე უხმო რეჟიმზე გადაიყვანოს მობილური ტელეფონი და სხვა მოწყობილობები
- 02არ შეიტანოს სამკითხველო დარბაზში საკვები პროდუქტები, გარდა სასმელი წყლისა
- 03არ გამოიწვიოს ხმაური სამკითხველო დარბაზში
- 04საბიბლიოთეკო რესურსების (გარდა ელექტრონული რესურსებისა) გამოყენებისათვის მიმართოს ბიბლიოთეკის მომსახურე პერსონალს
- 05დისკუსიებისათვის გამოიყენოს ჯგუფური მუშაობის სივრცე
- 06სამკითხველო დარბაზის დატოვების შემდეგ არ დატოვოს პირადი ნივთები ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკის პერსონალი პასუხს არ აგებს პირადი ნივთების დაკარგვის შემთხვევაში
- 07წიგნის დაბრუნებისას მიმართოს ბიბლიოთეკის მომსახურე პერსონალს; დაუშვებელია წიგნის თვითნებურად თაროზე დაბრუნება
- 08ბიბლიოთეკარის დახმარებით ისარგებლოს პრინტერითა და სკანერით, არაუმეტეს 3 (სამი) გვერდისა დღის მანძილზე
