გადადი მთავარ შიგთავსზე
IBSU — International Black Sea University

სამეცნიერო ბაზები

საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე წვდომა

ბიბლიოთეკის მიერ ხელმისაწვდომი ელექტრონული ბაზები მოიცავს მრავალრიცხოვან სამეცნიერო-კვლევით ჟურნალს სხვადასხვა დარგში. ამ ჟურნალების უმეტესობას მინიჭებული აქვს Thomson Reuters-ის (Clarivate Analytics) და Scopus-ის ციტირების ინდექსი, რაც უზრუნველყოფს მათ მაღალ აკადემიურ ხარისხსა და საერთაშორისო სანდოობას.

საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე წვდომა შესაძლებელია უნივერსიტეტის ქსელიდან, ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე.

თუ გსურთ წვდომა უნივერსიტეტს მიღმა (დისტანციურად), გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ბიბლიოთეკის ელექტრონულ მისამართზე [email protected] — ჩვენ მოგაწვდით საჭირო ინსტრუქციებს წვდომის გასააქტიურებლად.

სამეცნიერო ბაზებზე უნივერსიტეტს მიღმა წვდომის ინსტრუქცია

ხელმისაწვდომი ბაზები

EBSCO

ჩვენი ბიბლიოთეკა გთავაზობთ წვდომას ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო პლატფორმაზე — EBSCO-ს საერთაშორისო მონაცემთა ბაზებზე, რომლებიც აერთიანებს: 13 საერთაშორისო მონაცემთა ბაზას, 11,000-ზე მეტ დასახელებას სამეცნიერო და ბიზნესის მიმართულებით, აშშ-ის ყველაზე გავლენიანი გაზეთების სრულ სტატიებს და 100,000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნს, რომლებიც მოიცავს მრავალ სფეროს — ჰუმანიტარულიდან ტექნიკურ მეცნიერებამდე.

ScienceDirect®

საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმა, რომელსაც განკარგავს წამყვანი აკადემიური გამომცემლობა Elsevier. იგი გთავაზობთ ელექტრონულ წვდომას 18 მილიონზე მეტ სამეცნიერო მასალაზე, რომლებიც მოიცავს 4000-ზე მეტ რეცენზირებულ ჟურნალს და 30,000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნს. შინაარსი დაყოფილია ოთხ ძირითად მიმართულებად: ზუსტი მეცნიერებები და ინჟინერია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, მედიცინა და ჯანდაცვა. სტატიის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია როგორც PDF, ასევე HTML ფორმატში. ScienceDirect სანდო და მაღალხარისხიანი რესურსია სწავლების, კვლევისა და პროფესიული განვითარებისთვის.

Scopus

მრავალფუნქციური სამეცნიერო რესურსი, რომელიც აერთიანებს ბიბლიოგრაფიულ ინფორმაციას, სტატიების ანოტაციებსა (აბსტრაქტებს) და ციტირების მაჩვენებლებს 1995 წლიდან დღემდე. ბაზა მოიცავს 21,000-ზე მეტ სამეცნიერო ჟურნალს 5000-ზე მეტი საერთაშორისო გამომცემლობისგან, ჯამში 50 მილიონზე მეტ სამეცნიერო ჩანაწერს. ეს რესურსი გთავაზობთ ფართო და სანდო მასალას სხვადასხვა დისციპლინაში კვლევისთვის, ანალიზისა და აკადემიური საქმიანობისთვის.

Funding Institutional

მონაცემთა ბაზა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას მსოფლიოს მასშტაბით არსებული სამეცნიერო გრანტებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს საგრანტო პროექტები საკუთარი კვლევითი სფეროს შესაბამისად და მიიღოს დეტალური ინფორმაცია როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო დაფინანსების წყაროებზე. პლატფორმა უზრუნველყოფს წვდომას 4,300-ზე მეტ სამთავრობო და კერძო ფონდზე, რომელთა საერთო ღირებულება აღემატება 98 მილიარდ აშშ დოლარს. ეს არის რესურსი მკვლევრებისთვის, უნივერსიტეტებისთვის და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეცნიერების განვითარებითა და დაფინანსების მოპოვებით.

Cambridge Journals Online

ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ რეცენზირებულ ჟურნალებს 1997 წლიდან დღემდე — სამართალი, ბიოლოგია, ანთროპოლოგია, არქეოლოგია, ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა, მენეჯმენტი, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, ხელოვნება, მასმედია, კომუნიკაცია და სხვა. ხელმისაწვდომია 1.8 მილიონზე მეტი სამეცნიერო სტატია; ბევრი ჟურნალი შეტანილია Thomson Reuters-ის (Clarivate Analytics) ციტირების ინდექსში. ეს პლატფორმა მნიშვნელოვანი რესურსია აკადემიური სწავლებისა და კვლევისთვის.

e-Duke Journals Scholarly Collection

გამორჩეული აკადემიური ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგში: პოლიტიკა, სამეცნიერო კვლევები, ხელოვნების ისტორია, კულტუროლოგია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, გენდერული კვლევები, საერთაშორისო ურთიერთობები, რეგიონული და რელიგიური კვლევები, სოციოლოგიის თეორია, აფრიკული და აზიური კვლევები, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა. ბაზაში წარმოდგენილია Scopus-ში ინდექსირებული ჟურნალები მაღალი ციტირების მაჩვენებლებით, რაც მათ აკადემიურ ხარისხსა და სანდოობაზე მიანიშნებს. კოლექცია მნიშვნელოვანი რესურსია სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური წრეებისთვის, რომელთაც სჭირდებათ სიღრმისეული ანალიზი თანამედროვე ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხებზე.

Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books

ელექტრონული პლატფორმა ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების ჟურნალებითა და წიგნებით. ჟურნალები ფარავს ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ეკონომიკასა და განვითარების კვლევებს; ელექტრონული წიგნები — საჯარო და სოციალურ მმართველობას, კორპორაციულ მართვას, მიგრაციას, ბიზნესსა და მენეჯმენტს, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ინტელექტუალური საკუთრების კვლევებს. წარმოდგენილია 1300-ზე მეტი წიგნი და 20-მდე სახელწოდების ჟურნალი. ეს რესურსი მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, რომლებიც სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაზე მუშაობენ.

European Respiratory Journal

კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ჟურნალი: სტატიები ბიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, იმუნოლოგიური, ონკოლოგიური და სხვა მიმართულებებით. ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 33.8-ს შეადგენს; ის ევროპის რესპირატორულ საზოგადოებას ეკუთვნის.

The Company of Biologists’ Journals

განვითარების ბიოლოგიის, უჯრედული მეცნიერებისა და ექსპერიმენტული ბიოლოგიის ჟურნალები, რომელთა გამოცემები ბიოლოგთა საზოგადოების მხარდაჭერასა და წახალისებას ეძღვნება. ბაზა მოიცავს ხუთ ჟურნალს: Development, Journal of Cell Science, Journal of Experimental Biology, Disease Models & Mechanisms და Biology Open.

Mathematical Sciences Publishers Journals

17 რეფერირებადი ჟურნალი მათემატიკისა და მისი მომიჯნავე დისციპლინების მიმართულებით. ძირითადი სფეროებია: სტატისტიკა, ანალიტიკა, ალგებრა, გეომეტრია, მექანიკა, ინჟინერია და სხვა.

OpenEdition Journals

ძირითადად ფრანგულენოვანი ჟურნალების ბაზა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. აბსტრაქტები მოცემულია სხვადასხვა ევროპულ ენაზე.

Royal Society Journals Collection

ჟურნალები ბიოლოგიური მეცნიერებების, ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიისა და მათი მომიჯნავე დისციპლინების შესახებ.

SAGE Premier

სამეცნიერო, მაღალრეიტინგული ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ბიოლოგიური, სამედიცინო და საინჟინრო-ტექნოლოგიური სფეროებიდან — 1200-ზე მეტი დასახელების ჟურნალის სხვადასხვა წლის ნომრები.

ACM Digital Library

კომპიუტერულ მეცნიერებათა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ყოვლისმომცველი ელექტრონული ბაზა: საერთაშორისო კონფერენციების მასალები, სამეცნიერო ჟურნალები და სტატიები, სპეციალიზებული ვებსაიტები და მულტიმედიური ფაილები, ციტირებადი ნაშრომები და კომპიუტერული ლიტერატურის გზამკვლევები. მთავარი მიმართულებებია საინფორმაციო ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, მონაცემთა ანალიტიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება და სხვა მიმდინარე და პერსპექტიული სფეროები. პლატფორმა უზრუნველყოფს წვდომას უახლეს კვლევებზე და მხარს უჭერს აკადემიური ცოდნის განვითარებას.

HeinOnline Core

წამყვანი ციფრული რესურსი იურიდიული მეცნიერებების მიმართულებით — იურისტებისთვის, აკადემიური მკვლევრებისთვის, სტუდენტებისა და სამართლით დაინტერესებული ნებისმიერი მომხმარებლისთვის. პლატფორმა მოიცავს 100 მილიონზე მეტ რესურსს და ერთიანი სივრციდან იძლევა წვდომას სამართლის ისტორიული და თანამედროვე დოკუმენტაციის ფართო სპექტრზე. HeinOnline Core გამოირჩევა მაღალი სანდოობითა და წყაროების სიღრმით — შეუცვლელი რესურსია სამართლის კვლევისა და სწავლისთვის. სამეცნიერო ბაზა მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან კოლექციებს:

სასარგებლო ბმულები

ლექსიკონები და ცნობარები