მედია ცენტრის რედაქცია1 წთ საკითხავი
ადგილი რომელსაც მე ვეწვიე არის ჯუთა, სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, რომელიც კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, მდინარე სნოს წყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე.
ყოველთვის მინდოდა სალაშქროდ წავსულიყავი საქართველოს ლამაზ მთებში და ეს დღეც ამ ზაფხულს დადგა, როდესაც მე და ჩემი მეგობრები გავუდექით გზას ჭაუხის ტბისკენ. თავგადასავალი საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. თბილისიდან ტრანსპორტმა იმ გზის შესახვებთან მიგვიყვანა, სადაც სოფელ ჯუთაში ასასვლელი იწყება. გადავწყვიტეთ ავტოსტოპით გაგვეგრძელებინა გზა. საბედნიეროდ გაგვიმართლა და კეთილსინდისიერმა ადამიანებმა გაგვიყოლეს. მძღოლები ადგილობრივები ივნენ, ჯუთაზე ბევრ ინფორმაციას გვაწვდიდნენ და რჩევებსაც არ იშურებდნენ.
დაახლოებით 10 კილომეტრის გავლის შემდეგ, ჯუთაში ჩავედით და ქალისგან რადიკალურად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდით.
გზად ულამაზესი ხედები და მთის პეიზჟები იშლებოდა, ჰაერი კი სუფთა და სასიამოვნო იყო.
ჯუთიდან ჭაუხის ტბამდე დაახლოებით 7 კილომეტრია, სადაც მხოლოდ საფეხმალო გზა მიდის.
სიარული ცოტათი რთული და დამღლელია… გზად, პატარა მდინარე და ვიწრო ბილიკები გავიარეთ.
გზად, მრავლად შეინიშნებოდნენ ტურისტები შინაურ ცხოველებთან ერთად.
ბოლო გაჩერება ჭაუხის ტბა იყო, სადაც კარვებით დავბინავდით.
ტბაზე დღისით ცხელოდა, თუმცა საღამოს ამინდი საკმაოდ ცვალებადი და ცივი იყო.
და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ეს გზა ღირდა იმ სილამაზის სანახავად, რაც ვიხილეთ.
მარი გულორდავას ფოტორეპორტაჟი
მარი გულორდავას ფოტორეპორტაჟი
მარი გულორდავას ფოტორეპორტაჟი
მასალის ავტორი: მარი გულორდავა
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი




