სტუდენტები

პოეზიის საღამო 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში
ქეთევან გოდრეძიშვილი სტუდენტების მონაწილეობით პოეზიის საღამოებს წლებია, რაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მართავს. პანდემიით გამოწვეული რამდენიმეწლიანი პაუზა, 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში დასრულდა. ამ სემესტრში ქეთევან გოდერძიშვილის ინიციატივითა და IBSU-ს სტუდენტების მონაწილეობით პოეზიის საღამო ორჯერ ჩატარდა, ერთხელ უშუალოდ უნივერსიტეტში, მეორეჯერ კი – ყარალაშვილების მარანში.

IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებმა კონკურსში გაიმარჯვეს
სერტიფიკატები და ფულადი პრიზები გადაეცათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხუთ სტუდენტს, რომლებმაც ვაქცინაციის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების დახურულ კონკურსში გაიმარჯვეს. კონკურსი იყო ნაწილი დიდი პროექტისა, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), ავსტრიის წითელი ჯვრის (AuRC) და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) მიერ დაფინანსდა და რომელსაც საქართველოსა და სომხეთში წითელი ჯვრის ადგილობრივმა ორგანიზაციებმა განახორციელეს სახელწოდებით „ეპიდემიების მიმართ მზაობა და კოვიდ-19-ზე რეაგირება სომხეთსა და საქართველოში“.
ავტორი: მარიამ ჩალაური, ელენე სავანელი

ფოტოგამოფენა IBSU-ში
სტუდენტთა ტრადიციული ფოტოგამოფენა შედგა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეზოში. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა საგან „ფოტოჟურნალისტიკის“ ფარგლებში გადაღებული საუკეთესო ფოტოები გამოფინეს. საგნის ფარგლებში სტუდენტებმა მოაწყვეს ექსპედიცია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მოინახულეს დარიალის ხეობა, სოფელი სნო და გერგეტის სამება.
ავტორი: ნათია ნოზაძე

ანო ტვილდიანი
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.
