გადადი მთავარ შიგთავსზე
IBSU — International Black Sea University

“12 განრისხებული ქალბატონი”

სიახლეები

მედია ცენტრის რედაქცია1 წთ საკითხავი

IBSU-ში სტუდენტთა თეატრალურმა დასმა სპექტაკლი ითამაშა

ავტორები: ნინი ჯიჯელავა, ნინო არდია

მამის მკვლელობაში ბრალდებულ 18 წლის ბიჭს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასიკვდილო განაჩენი ელოდება – ეს საკითხი კი უნდა გადაწყვიტოს 12-მა მსაჯულმა ქალმა. დიახ ქალმა, რადგან რეგინალდ როუზის პიესა „12 განრისხებული მამაკაცი“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში წარმოდგენილ იქნა, როგორც „12 განრისხებული ქალბატონი.“ სტუდენტებისგან შემდგარმა თეატრალურმა დასმა თესპისი, რეჟისორ დუდუ მოდებაძის ხელმძღვანელობით, მაყურებელს წარუდგინა დრამა, სადაც ჩაკეტილ სივრცეში მოთავსებული ადამიანების ტრავმები, ცრუ რწმენები და სტერეოტიპები ერთმანეთს ეჯახება და მრისხანებას შობს. მიუხედავად იმისა, რომ პიესაში მოყვარული მსახიობები თამაშობდნენ, სცენაზე მთელი სისავსით წარმოჩინდა სპექტაკლის მთავარი სათქმელი – სიმართლე ხშირად შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანის დასაცავი გახდეს, უმრავლესობის აზრი კი ყოველთვის ჭეშმარიტი არ არის. სტუდენტურმა სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ნახეთ ჩვენი სტუდენტების სიუჟეტი