ტრენინგი – სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენების შესახებ

სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებზე წვდომა ხელს უწყობს თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებისა და ცოდნის გავრცელებასა და გაზიარებას, კვლევითი და სასწავლო პროცესების ურთიერთკავშირს, ასევე სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებისთვის სამეცნიერო ელექტრონული ბაზების საძიებო ინსტრუმენტების გამოყენების უნარების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებლად მოიძიონ, შეარჩიონ და გამოიყენონ აკადემიური და სამეცნიერო ინფორმაციის შესაბამისი წყაროები.
- ხანგრძლივობა
- 1 სთ
რეგისტრაცია
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, რომელშიც შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე სამეცნიერო ელექტრონული ბაზის არჩევა.
