გადადი მთავარ შიგთავსზე
IBSU — International Black Sea University

„მოდი ნახე“ – ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრალური დასი 81 წლისაა

მულტიმედია

„თეატრი მარტო რეჟისორი არ არის, თეატრია ყველაფერია, პირველ რიგში სტუდენტი და მსახიობი“ ავტორები: მარიამ გოზალიშვილი მარიამ ნებიერიძე 1945 წლის 9 მაისს, გამარჯვების დღეს, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, თბილისში სტუდენტურმა ინიციატივამ თეატრის ისტორია შექმნა. სწორედ ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი თეატრს „მოდი ნახე“, რომელმაც დღეს უკვე 80-წლიანი ისტორია დააგროვა და ქართული სტუდენტური თეატრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდა. თეატრი თავდაპირველად დრამატული წრის სახით შეიქმნა, თუმცა დროთა განმავლობაში ის სივრცედ იქცა, სადაც არაერთი ახალგაზრდა მსახიობი, რეჟისორი და ხელოვანი გაიზარდა. თეატრის დაარსების იდეა საქართველოსპოლიტიექნიკური ინსტიტუტის (ე.წ. გე პე ი-ს) არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს დორიან კიტიას ეკუთვნოდა. სწორედ მან შეკრიბა თანამოაზრე სტუდენტები და საფუძველი ჩაუყარა იმ შემოქმედებით პროცესს, რომელიც მოგვიანებით თეატრად ჩამოყალიბდა. „გე პე ი-ს თეატრის“ ისტორია განსაკუთრებულია იმითაც, რომ პირველი სპექტაკლი სტუდენტებთან ერთად ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა დადგა, როდესაც ომში დაჭრის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამ სცენაზე წლების განმავლობაში არაერთი ცნობილი მსახიობი და რეჟისორი მოღვაწეობდა. თეატრის ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე, რომელმაც თეატრის ხელმძღვანელობა 1972 წელს ჩაიბარა, ამბობს, რომ თეატრის წარმატება მხოლოდ რეჟისორზე არასდროს ყოფილა დამოკიდებული. „თეატრი მარტო რეჟისორი არ არის, თეატრია ყველაფერია, პირველ რიგში სტუდენტი და მსახიობი“. მისივე თქმით, თეატრი განსაკუთრებით პოპულარული გასული საუკუნის 80-იან წლებში გახდა. სწორედ ამ პერიოდში საბჭოთა საქართველოს კულტურის მინისტრმა ოთარ თაქთაქიშვილმა თეატრს სახალხო წოდებაც მიანიჭა. ნუგზარ ბუცხრიკიძე აღნიშნავს, რომ სტუდენტური თეატრის მთავარი ძალა მუდმივად განახლებადი ენერგიაა, რადგან ყოველი ახალი თაობა საკუთარ ხედვასა და ემოციას მოაქვს. „მოდი ნახე“ წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებსა და გასტროლებში. თეატრი 11-ჯერ იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენიმე სპექტაკლი დაიდგა გერმანიაშიც. დასმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. როგორც ნუგზარ ბუცხრიკიძე იხსენებს, თეატრი ყველგან გამარჯვებით ბრუნდებოდა და ქართული სტუდენტური თეატრის მიმართ უცხოელ მაყურებელს განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა. დღეს თეატრი კვლავ აქტიურ შემოქმედებით პროცესშია. 440-ადგილიანი დარბაზი თითქმის ყველა სპექტაკლზე სავსეა. თეატრის ხელმძღვანელობის თქმით, მაყურებლის ასეთი ინტერესი სტუდენტური თეატრისთვის განსაკუთრებული მოტივაციაა. რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს. ნუგზარ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ დუმბაძის ტექსტები ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით ახლობელი და გასაგებია. „ბატონი ნოდარის მთელი შემოქმედება სიკეთეა, სიყვარულია. ეს იმდენად გასაგები ენაა, რომ ახალგაზრდები ადვილად ითვისებენ “. მისივე თქმით, თეატრი კლასიკურ დრამატურგიასაც ფრთხილად ეკიდება. მაგალითად, შექსპირის დადგმა სტუდენტურ თეატრში განსაკუთრებულ გამოცდილებასა და მომზადებას მოითხოვს, რადგან დასი მუდმივად იცვლება, სტუდენტები სწავლას ამთავრებენ და ახალ თაობას უთმობენ ადგილს. სწორედ ამიტომ რეპერტუარი ისე ირჩევა, რომ ახალგაზრდებისთვის ადვილი და ემოციურად გასაგები იყოს. თეატრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებულ ნამუშევრად სახელდება გაბრიელ სუნდუკიანცის „ოსკარ პეტროვიჩი ჯოჯოხეთში “, რომელიც მოგვიანებით რობერტ სტურუასა და გოგი ქავთარაძის „ბრალდებას“ შეუერთდა. ბუცხრიკიძე იხსენებს, რომ თავდაპირველად პიესა მხოლოდ 45 წუთს გრძელდებოდა, თუმცა მაყურებლის დიდი ინტერესის გამო სპექტაკლის მსვლელობის დრო გახანგრძლივდა. საბოლოოდ, ორი ნაწარმოების გაერთიანებით შეიქმნა სპექტაკლი, რომელმაც თეატრის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. ,,ამჟამად თეატრი ახალ მასშტაბურ პროექტზე „სინათლის ხომალდზე“ მუშაობს. სპექტაკლი საქართველოს უნივერსიტეტის დაარსების ისტორიას ეძღვნება და ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო თარიღს უკავშირდება. იდეის ავტორი დავით გურგენიძეა. დადგმა აერთიანებს ისტორიულ პერსონაჟებს ნიკო ნიკოლაძეს, ივანე ჯავახიშვილს, შალვა ნუცუბიძესა და აკაკი შანიძეს. მოქმედება თბილისსა და პეტერბურგში ვითარდება, რაც სპექტაკლს ისტორიულ მასშტაბსა და მრავალფეროვან გარემოს სძენს. სპექტაკლზე მუშაობს ცნობილი მხატვარი ლომგულ მურუსიძე “, – ნუგზარ ბუცხრიკიძე. პარალელურად მიმდინარეობს აკაკი წერეთლის პოემის „გამზრდელის“ დადგმაც, რომლის რეჟისორი გიორგი ჭანტურიაა. ახალგაზრდა რეჟისორი თეატრში 17 წლის ასაკში მივიდა და დღეს უკვე საკუთარ სპექტაკლებს თავად ქმნის. „ვცდილობთ, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ის, რაც ფურცელზე წერია. გვინდა ახალი დეტალები შევიტანოთ სპექტაკლში და უფრო საინტერესოდ მოვუყვეთ მაყურებელს ის პრობლემები, რაც პოემაშია წამოჭრილი,“ – ამბობს გიორგი ჭანტურია. მისივე თქმით, „გამზრდელი“ ქართული თეატრისთვის სერიოზული განაცხადია, რადგან პოემა სცენაზე იშვიათად გაცოცხლებულა. რეჟისორი აღნიშნავს, რომ დადგმაში რამდენიმე თეატრალური მიმდინარეობის სინთეზია გამოყენებული ქორეოდრამა, დრამის თეატრი და მოდერნისტული ელემენტები. ჭანტურია ამბობს, რომ თეატრი ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს და სეზონზე საშუალოდ ოთხ პრემიერას ამზადებს. „ჩვენ ვცდილობთ, რომ სპექტაკლებს აღმზრდელობითი ხასიათი ჰქონდეს, რადგან ჩვენი მაყურებლის დიდი ნაწილი სტუდენტები და მოსწავლეები არიან. გვინდა სცენიდან ვილაპარაკოთ სიკეთეზე, მეგობრობაზე და სიყვარულზე“ , – აღნიშნავს რეჟისორი. „საკმაოდ რთულია, როდესაც ხარ ისეთი რთული ფაკულტეტის სტუდენდი, როგორიც არის არქიტექტურა და პარალელურად მსახიობი, თანაც ესეთ მნიშვნელოვან თეატრში. არის ბევრი გამოწვევა, მაგალითად, დროის სწორი მენეჯმეტი იმიტომ, რომ თეატრიც მოითხოვს ისეთივე დიდ დროს, როგორსაც არქიტექტურა, რაც შეეხება სპექტაკლს “გამზრდელი”, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მასში მონაწილეობა, რადგან ძალიან მიყვარს ეს პოემა, ბავშვობიდან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოემაა, ალბათ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ მისი ერთ-ერთი პერსონაჟი გავხდებოდი, მე ვთამაშობ საფარ-ბეგის ალტერეგოს, ისეთ საინტერესო სტილშია გადაწყვეტილი “გამზრდელი”, რომელიც მაყურებელს აქამდე არ ექნება ნანახი, დარწმუნებული ვარ“, – გვითხრა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა და მსახიობმა რომან ნებიერიძემ. ახალგაზრდა მსახიობი ნიკოლოზ თავართქილაძე ამბობს, რომ სპექტაკლის შიდა პროცესის ტექნიკური მხრიდან დანახვა მისთვის, როგორც მსახიობისთვის, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. მისი თქმით, ამ გამოცდილებამ უკეთ დაანახა, რა სირთულეებსა და პასუხისმგებლობებს აწყდებიან რეჟისორი. „როდესაც სცენაზე დგახარ, ეს ყველაფერი რთულად, მაგრამ გარკვეულწილად გასართობ პროცესად ჩანს, თუმცა უშუალოდ დადგმის პროცესში მონაწილეობა სრულიად სხვა განცდას გაძლევს. ჩვენ არ გვყავს სცენის მუშები, ამიტომ ყველაფერზე პასუხისმგებლობაც და ორგანიზებაც ჩვენზეა. ეს კიდევ ერთხელ ცხადსხდის თუ რამდენად გვიყვარს თეატრი და როგორ გვაერთიანებს ერთმანეთის თანადგომა. რაც შეეხება „გამზრდელს“, ძალიან რთულია ისეთ პოემასთან მუშაობა, რომელიც მრავალ მძიმე და მნიშვნელოვან თემას აერთიანებს. აქ მხოლოდ ძუძუმტეობაზე არ არის საუბარი, სპექტაკლი მეგობრობას, აღზრდასა და ადამიანურ ურთიერთობებსაც ეხება.“ თეატრი „მოდი ნახე“ დღესაც აგრძელებს იმ ტრადიციას, რომელიც 1945 წელს სტუდენტთა მცირე ჯგუფმა დაიწყო. 80 წლის შემდეგაც ის ახალგაზრდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სივრცედ რჩება, ადგილად, სადაც ახალი თაობები არა მხოლოდ მსახიობობას სწავლობენ, არამედ ხელოვნების სიყვარულსაც. აქ მოსული სტუდენტები მხოლოდ როლების შესრულებით არ შემოიფარგლებიან, ისინი თეატრის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცევიან, მონაწილეობენ რეპეტიციებში, ტექნიკურ და საორგანიზაციო პროცესებში და სწავლობენ, როგორ იქმნება სპექტაკლი სცენის მიღმა. თეატრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ დადგმას არა მხოლოდ მხატვრული, არამედ აღმზრდელობითი დატვირთვაც ჰქონდეს. მათი თქმით, სწორედ ახალგაზრდული ენერგია, მუდმივი განახლება და მაყურებელთან ახლო ურთიერთობა განასხვავებს „მოდი ნახეს“ სხვა თეატრებისგან და ამიტომაც ინარჩუნებს ის განსაკუთრებულ ადგილს ქართულ კულტურულ სივრცეში. ვიდეო ინტერვიუში ნუგზარ ბუცხრიკიძე – “მოდი ნახე”-ს ხელმძღვანელი 1972 წლიდან – გვესაუბრება თეატრალური დასის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.

მედია ცენტრის რედაქცია5 წთ საკითხავი

„თეატრი მარტო რეჟისორი არ არის, თეატრია ყველაფერია, პირველ რიგში სტუდენტი და მსახიობი“

ავტორები:

მარიამ გოზალიშვილი

მარიამ ნებიერიძე

1945 წლის 9 მაისს, გამარჯვების დღეს, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, თბილისში სტუდენტურმა ინიციატივამ თეატრის ისტორია შექმნა. სწორედ ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი თეატრს „მოდი ნახე“, რომელმაც დღეს უკვე 80-წლიანი ისტორია დააგროვა და ქართული სტუდენტური თეატრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდა. თეატრი თავდაპირველად დრამატული წრის სახით შეიქმნა, თუმცა დროთა განმავლობაში ის სივრცედ იქცა, სადაც არაერთი ახალგაზრდა მსახიობი, რეჟისორი და ხელოვანი გაიზარდა. თეატრის დაარსების იდეა საქართველოსპოლიტიექნიკური ინსტიტუტის (ე.წ. გე პე ი-ს) არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს დორიან კიტიას ეკუთვნოდა. სწორედ მან შეკრიბა თანამოაზრე სტუდენტები და საფუძველი ჩაუყარა იმ შემოქმედებით პროცესს, რომელიც მოგვიანებით თეატრად ჩამოყალიბდა. „გე პე ი-ს თეატრის“ ისტორია განსაკუთრებულია იმითაც, რომ პირველი სპექტაკლი სტუდენტებთან ერთად ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა დადგა, როდესაც ომში დაჭრის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამ სცენაზე წლების განმავლობაში არაერთი ცნობილი მსახიობი და რეჟისორი მოღვაწეობდა.

თეატრის ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე, რომელმაც თეატრის ხელმძღვანელობა 1972 წელს ჩაიბარა, ამბობს, რომ თეატრის წარმატება მხოლოდ რეჟისორზე არასდროს ყოფილა დამოკიდებული. „თეატრი მარტო რეჟისორი არ არის, თეატრია ყველაფერია, პირველ რიგში სტუდენტი და მსახიობი“. მისივე თქმით, თეატრი განსაკუთრებით პოპულარული გასული საუკუნის 80-იან წლებში გახდა. სწორედ ამ პერიოდში საბჭოთა საქართველოს კულტურის მინისტრმა ოთარ თაქთაქიშვილმა თეატრს სახალხო წოდებაც მიანიჭა. ნუგზარ ბუცხრიკიძე აღნიშნავს, რომ სტუდენტური თეატრის მთავარი ძალა მუდმივად განახლებადი ენერგიაა, რადგან ყოველი ახალი თაობა საკუთარ ხედვასა და ემოციას მოაქვს.

„მოდი ნახე“ წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებსა და გასტროლებში. თეატრი 11-ჯერ იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენიმე სპექტაკლი დაიდგა გერმანიაშიც. დასმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. როგორც ნუგზარ ბუცხრიკიძე იხსენებს, თეატრი ყველგან გამარჯვებით ბრუნდებოდა და ქართული სტუდენტური თეატრის მიმართ უცხოელ მაყურებელს განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა.

დღეს თეატრი კვლავ აქტიურ შემოქმედებით პროცესშია. 440-ადგილიანი დარბაზი თითქმის ყველა სპექტაკლზე სავსეა. თეატრის ხელმძღვანელობის თქმით, მაყურებლის ასეთი ინტერესი სტუდენტური თეატრისთვის განსაკუთრებული მოტივაციაა.

რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს. ნუგზარ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ დუმბაძის ტექსტები ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით ახლობელი და გასაგებია. „ბატონი ნოდარის მთელი შემოქმედება სიკეთეა, სიყვარულია. ეს იმდენად გასაგები ენაა, რომ ახალგაზრდები ადვილად ითვისებენ “.

მისივე თქმით, თეატრი კლასიკურ დრამატურგიასაც ფრთხილად ეკიდება. მაგალითად, შექსპირის დადგმა სტუდენტურ თეატრში განსაკუთრებულ გამოცდილებასა და მომზადებას მოითხოვს, რადგან დასი მუდმივად იცვლება, სტუდენტები სწავლას ამთავრებენ და ახალ თაობას უთმობენ ადგილს. სწორედ ამიტომ რეპერტუარი ისე ირჩევა, რომ ახალგაზრდებისთვის ადვილი და ემოციურად გასაგები იყოს. თეატრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებულ ნამუშევრად სახელდება გაბრიელ სუნდუკიანცის „ოსკარ პეტროვიჩი ჯოჯოხეთში “, რომელიც მოგვიანებით რობერტ სტურუასა და გოგი ქავთარაძის „ბრალდებას“ შეუერთდა. ბუცხრიკიძე იხსენებს, რომ თავდაპირველად პიესა მხოლოდ 45 წუთს გრძელდებოდა, თუმცა მაყურებლის დიდი ინტერესის გამო სპექტაკლის მსვლელობის დრო გახანგრძლივდა. საბოლოოდ, ორი ნაწარმოების გაერთიანებით შეიქმნა სპექტაკლი, რომელმაც თეატრის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

,,ამჟამად თეატრი ახალ მასშტაბურ პროექტზე „სინათლის ხომალდზე“ მუშაობს. სპექტაკლი საქართველოს უნივერსიტეტის დაარსების ისტორიას ეძღვნება და ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო თარიღს უკავშირდება. იდეის ავტორი დავით გურგენიძეა. დადგმა აერთიანებს ისტორიულ პერსონაჟებს ნიკო ნიკოლაძეს, ივანე ჯავახიშვილს, შალვა ნუცუბიძესა და აკაკი შანიძეს. მოქმედება თბილისსა და პეტერბურგში ვითარდება, რაც სპექტაკლს ისტორიულ მასშტაბსა და მრავალფეროვან გარემოს სძენს. სპექტაკლზე მუშაობს ცნობილი მხატვარი ლომგულ მურუსიძე “, – ნუგზარ ბუცხრიკიძე.

პარალელურად მიმდინარეობს აკაკი წერეთლის პოემის „გამზრდელის“ დადგმაც, რომლის რეჟისორი გიორგი ჭანტურიაა. ახალგაზრდა რეჟისორი თეატრში 17 წლის ასაკში მივიდა და დღეს უკვე საკუთარ სპექტაკლებს თავად ქმნის. „ვცდილობთ, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ის, რაც ფურცელზე წერია. გვინდა ახალი დეტალები შევიტანოთ სპექტაკლში და უფრო საინტერესოდ მოვუყვეთ მაყურებელს ის პრობლემები, რაც პოემაშია წამოჭრილი,“ – ამბობს გიორგი ჭანტურია. მისივე თქმით, „გამზრდელი“ ქართული თეატრისთვის სერიოზული განაცხადია, რადგან პოემა სცენაზე იშვიათად გაცოცხლებულა. რეჟისორი აღნიშნავს, რომ დადგმაში რამდენიმე თეატრალური მიმდინარეობის სინთეზია გამოყენებული ქორეოდრამა, დრამის თეატრი და მოდერნისტული ელემენტები. ჭანტურია ამბობს, რომ თეატრი ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს და სეზონზე საშუალოდ ოთხ პრემიერას ამზადებს. „ჩვენ ვცდილობთ, რომ სპექტაკლებს აღმზრდელობითი ხასიათი ჰქონდეს, რადგან ჩვენი მაყურებლის დიდი ნაწილი სტუდენტები და მოსწავლეები არიან. გვინდა სცენიდან ვილაპარაკოთ სიკეთეზე, მეგობრობაზე და სიყვარულზე“ , – აღნიშნავს რეჟისორი.

„საკმაოდ რთულია, როდესაც ხარ ისეთი რთული ფაკულტეტის სტუდენდი, როგორიც არის არქიტექტურა და პარალელურად მსახიობი, თანაც ესეთ მნიშვნელოვან თეატრში. არის ბევრი გამოწვევა, მაგალითად, დროის სწორი მენეჯმეტი იმიტომ, რომ თეატრიც მოითხოვს ისეთივე დიდ დროს, როგორსაც არქიტექტურა, რაც შეეხება სპექტაკლს “გამზრდელი”, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მასში მონაწილეობა, რადგან ძალიან მიყვარს ეს პოემა, ბავშვობიდან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოემაა, ალბათ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ მისი ერთ-ერთი პერსონაჟი გავხდებოდი, მე ვთამაშობ საფარ-ბეგის ალტერეგოს, ისეთ საინტერესო სტილშია გადაწყვეტილი “გამზრდელი”, რომელიც მაყურებელს აქამდე არ ექნება ნანახი, დარწმუნებული ვარ“, – გვითხრა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა და მსახიობმა რომან ნებიერიძემ.

“მოდი ნახე”-ს თეატრალური დასის მსახიობი, სტუდენტი რომან ნებიერიძე

ახალგაზრდა მსახიობი ნიკოლოზ თავართქილაძე ამბობს, რომ სპექტაკლის შიდა პროცესის ტექნიკური მხრიდან დანახვა მისთვის, როგორც მსახიობისთვის, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. მისი თქმით, ამ გამოცდილებამ უკეთ დაანახა, რა სირთულეებსა და პასუხისმგებლობებს აწყდებიან რეჟისორი. „როდესაც სცენაზე დგახარ, ეს ყველაფერი რთულად, მაგრამ გარკვეულწილად გასართობ პროცესად ჩანს, თუმცა უშუალოდ დადგმის პროცესში მონაწილეობა სრულიად სხვა განცდას გაძლევს. ჩვენ არ გვყავს სცენის მუშები, ამიტომ ყველაფერზე პასუხისმგებლობაც და ორგანიზებაც ჩვენზეა. ეს კიდევ ერთხელ ცხადსხდის თუ რამდენად გვიყვარს თეატრი და როგორ გვაერთიანებს ერთმანეთის თანადგომა. რაც შეეხება „გამზრდელს“, ძალიან რთულია ისეთ პოემასთან მუშაობა, რომელიც მრავალ მძიმე და მნიშვნელოვან თემას აერთიანებს. აქ მხოლოდ ძუძუმტეობაზე არ არის საუბარი, სპექტაკლი მეგობრობას, აღზრდასა და ადამიანურ ურთიერთობებსაც ეხება.“

თეატრი „მოდი ნახე“ დღესაც აგრძელებს იმ ტრადიციას, რომელიც 1945 წელს სტუდენტთა მცირე ჯგუფმა დაიწყო. 80 წლის შემდეგაც ის ახალგაზრდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სივრცედ რჩება, ადგილად, სადაც ახალი თაობები არა მხოლოდ მსახიობობას სწავლობენ, არამედ ხელოვნების სიყვარულსაც. აქ მოსული სტუდენტები მხოლოდ როლების შესრულებით არ შემოიფარგლებიან, ისინი თეატრის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცევიან, მონაწილეობენ რეპეტიციებში, ტექნიკურ და საორგანიზაციო პროცესებში და სწავლობენ, როგორ იქმნება სპექტაკლი სცენის მიღმა. თეატრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ დადგმას არა მხოლოდ მხატვრული, არამედ აღმზრდელობითი დატვირთვაც ჰქონდეს. მათი თქმით, სწორედ ახალგაზრდული ენერგია, მუდმივი განახლება და მაყურებელთან ახლო ურთიერთობა განასხვავებს „მოდი ნახეს“ სხვა თეატრებისგან და ამიტომაც ინარჩუნებს ის განსაკუთრებულ ადგილს ქართულ კულტურულ სივრცეში.

ვიდეო ინტერვიუში ნუგზარ ბუცხრიკიძე – “მოდი ნახე”-ს ხელმძღვანელი 1972 წლიდან – გვესაუბრება თეატრალური დასის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.