“ სანთლების კეთებისას ყოველთვის ვგალობ, ეს ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა. ” 23 წლის შაკო გორდულავა მედიცინის რთულ მეცნიერებას ეუფლება, ამასთან ერთად კი უძველეს ქართულ გალობას აცოცხლებს და ხელნაკეთ საეკლესიო სანთლებსაც ამზადებს. მის ოთახში ერთმანეთს ერწყმის ანატომიის სახელმძღვანელოები, ნატურალური ცვილის სურნელი, ხელნაკეთი სანთლები და კუთხეში მიყუდებული სხვადასხვა საკრავი. ეს სამყაროები ახალგაზრდა მედიკოსისთვის ერთ მთლიანობას და ყოველდღიურობას წარმოადგენს. ის ზოგჯერ წიგნებთანაა, ზოგჯერ სანთლებთან. ცხოვებაში კი ხან ექიმის ხალათით მუშაობს, ხან სტიქარში შემოსილი ღვთის მსახურებაში მონაწილეობს. “ პატარაობიდანვე ვგალობ. 12 წლის ასაკში პირველად გავიგე ჩემი დის გალობა, სწორედ ამ დროს გამიჩნდა სურვილი მეც ამ გზას დავდგომოდი. მე და ჩემი და ამ დღიდან ერთად ვგალობთ. არასდროს დამავიწყდება, თუ რა ვიგრძენი პირველად, როცა ვიგალობე, ეს აღუწერელი გრძნობა იყო. იმ დღეს ვიხსენებ და ვხვდები, რომ სწორედ იმ ასაკიდან იწყება ჩემს ცხოვრებაში სიმშვიდის და სიწმინდის პერიოდი და მას შემდეგ ამ გზას მივყვები. გალობა ჩემს ცხოვრებაში უეცრად შემოვიდა და არსებობას განაგრძობს. როცა ტაძარში ვგალობ და ჩემი ხმა მესმის, ვხედავ, როგორ მისმენენ იქ მყოფნიდა უდიდესს თავისუფლებას ვგრძნობ. დღეს ჩემს ცხოვრებაში არსებობს ანატომიის წიგნები, გალობა და ცვილის სანთლები, მათ გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. ანატომიის სახელმძღვანელოები და ნატურალური ცვილის სურნელი ჩემთვის ერთი მთლიანობაა..ვიყენებ მხოლოდ ნატურალურ ცვილს, ვფიქრობ, მას განსაკუთრებული ეკლესიური სული და სურნელი აქვს. ვცდილობ ჩემი პერსონალური დიზაინები უფროდაურფო დავხვეწო და გავამრავალფეროვნო. ტრადიციული ფორმებისა და თანამედროვე ესთეტიკის შეხამება ძალიან რთულია, მაგრამ ეს გამოწვევაა, რომელსაც ვთვლი, რომ კარგად ვართმევ თავს. სანთლის გაკეთება მარტივი არ არის, მას დიდი დრო სჭირდება. მართალია ცვილი რბილი და დამყოლი მასალაა, მაგრამ მასთან მუშაობა დიდ მოთმინებას მოითხოვს. დიდხანს მიწევს სამუშაო მაგიდასთან ჯდომა და მუშაობა, ზოგჯერ დღეებიც კი. სწორედ ამიტომ ვიწყებ გალობას ყოველი სანთლის დამუშავებისას. მუშაობის დროს გალობა ჩემთვის მედიტაციაა, მამშვიდებს და უფრო ძლიერს მხდის. თითოეული დეტალისა და ორნამენტის დამუშავების დროს, ყოველი თვალის დაკრობისას, მახსენდება, თუ რამდენს ნიშნავს ეს ყოველივე და უფრო მშვიდად და მონდომებით ვიწყებ სანთლების დამზადებას. ჩემთვის არაფერი შეედრება ცვილის ნატურალური სურნელის და გალობის სინთეზს, ვფიქრობ სწორედ ამიტომ გამომდის ასეთი უნიკალური სანთლები.. მოგეხსენებათ, რთულია მედიცინის შესწავლა, უამრავი მასალა, გადატვირთული გრაფიკი, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც კლინიკაშიც ვმუშაობ. ამ ყოველივეს შემდეგ, როდესაც ჩემს სახელოსნოში ვბრუნდები, ვხედავ პირად სამუშაო მაგიდას, გამზადებულ სანთლებს, რომლებიც ადრესატებთანაა გასაგზავნი, ცვილს, რომლის სურნელიც მთელ ოთახს ედება, მაშინ ვხვდები, სანთლებითა და გალობით ხალხის სულის მკურნალობა შემიძლია, მედიცინით-სხეულის. ვმშვიდდები, ვხვდები, რომ ყველაფერი სწორედ ასე უნდა იყოს. ასევე მინდა აღვნიშნო, ხალხისათვის გასაკვირია, რომ ამ ყოველივესთან ერთად ვუკრავ ათ სხვადასხვა საკრავზე, მათ შორის ჩონგურზე, ფანდურსა და, რაც მთავარია, გუდასტვირზე, ადრე საკრავებს თავადაც ვაკეთებდი, თუმცა უკვე ვეღარ ვახერხებ. საკრავებთან ჩემი გზა სიმებაწყვეტილი ფანდურით გადაიკვეთა, პირველად ვცადე დაკვრა და მაშინვე მივხვდი, რომ მუსიკალური საკრავებიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნებოდა. მას შემდეგ ვცდილობ უფროდაუფრო მეტ საკრავზე დაკვრა შევძლო და ასეც ვიქცევი. უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანების უმნიშვნელოვანეს დღეს, იქნება ეს ჯვრისწერა თუ ნათლობა, ჩემი ხელით შექმნილი სანთლები ალამაზებს. როდესაც ამ ყველაფერს ვუყურებ, სიამაყითა და ბედნიერებით ვივსები. არაფერი სჯობს ხედავდე, თუ რამდენს ნიშნავს მათთვის ჩემი გათენებული ღამეების მეშვეობით დამზადებული სანთლები, ეს ახალ ეტაპზე გადასვლის სიმბოლოა. მიხარია, როცა ვხედავ, რომ მათ ბედნიერებაში მეც შემაქვს წვლილი, წყვილის ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშნელოვანეს წუთებში ჩემი ნივთი ანათებს.“ შაკოს შესახებ აზრის გამოთქმამის მეგობარს, კესოსაც ვთხოვეთ: „მეგობრებისათვის და ახლობლებისათვის ის ყოველთვის იყო და არის ადამიანი, რომელიც შეუძლებელს აკეთებს, ერთ წამს ხელში უჭირავს ანატომიის სქელტანიანი წიგნები და აცვია ექიმის ხალათი, მეორე წამს კი სამუშაო მაგიდასთან ზის ცვილთან და სამუშაო იარაღებთან ერთად, საჭრელი დანით ხელში. საოცარია, ამ ყველაფერს რამდენად მშვიდად და სრულყოფილად აკეთებს. ხშირად გვიკვირს ყველას, სად აქვს ასეთ ახალგაზრდა ბიჭს იმდენი ძალა, რომ ამდენ საქმეს ერთროულად შეეჭიდოს და თან ყველაფერი სრულყოფილად, უშეცდომოდ აკეთოს. საოცარია, როგორ პოულობს ენერგიას, რომ დატვირთულ საუნივერსიტეტო გრაფიკს შეუთავსოს რთული კლინიკური სამუშაო და ამ ყველაფერს დაუმატოს გალობა და ულამაზესი სანთლების დამზადება, პასუხი კი ერთია – ეს ხომ შაკოა… რა საქმესაც არ უნდა შეეჭიდოს, რა საქმესაც არ უნდა მოკიდოს ხელი ყველაფერი იდეალურად გამოსდის, ძნელია შაკოს შეხვდე და მისით არ მოიხიბლო, იმ წამსვე მისით არ აღფრთოვანდე და არ შეგიყვარდეს მისი ნიჭიერებითა და თავდადებით. მის ოთახში ყველაფერი ერთად და ჰარმონიულად ცხოვრობს. ნეტავ ყველას შეეძლოს აქ მოსვლა და იმ სანახაობით დატკბობა, რომელიც აქ სუფევს, ცვილის საოცარი სურნელი, სამუშაო მაგიდა, მედიცინის წიგნები და შაკოს გალობის სასიამოვნო ჰანგები. ის ჩვენთვის უბრალოდ სტუდენტი არ არის, ის არის სიმშვიდე და წონასწორობის სიმბოლო, რომელიც გადაღლილ და რთულ დღეებში გვჭირდება. შაკო ჩვენთვის არის სანთლების ოსტატი და სულის ექიმი.“ „ანატომიის რთული ლექციებიდან ცვილის სურნელებამდე – სწორედ ასეთია ჩემი ყოველდღიურობა. ეს ყველაფერი მაყალიბებს ადამიანად, მახსენებს სულიერი სიმშვიდისა და სიწმინდის მნიშვნელობას. თითოეული ჩემი საქმიანობის სინთეზი მასწავლის წონასწორობის დაცვას. მაფიქრებს იმაზე, რომ ადამიანის განკურნება არ ხდება მხოლოდ ფიზიკურად, მათ სულიერი განკურნება და სიმშვიდეც სჭირდება. მიხარია, რომ შემიძლია ხალხს ორივე მათგანში დავეხმარო და თან ვიყო „თანამედროვე სტუდენტი“ და ამავდროულად ძელი ქართული ტრადიციების დამცველი.“ შაკო გორდულავასთან პორტრეტული ინტერვიუ იხილეთ ჩვენს იუთუბ-არხზე.
მედია ცენტრის რედაქცია4 წთ საკითხავი
“ სანთლების კეთებისას ყოველთვის ვგალობ, ეს ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა. ”
23 წლის შაკო გორდულავა მედიცინის რთულ მეცნიერებას ეუფლება, ამასთან ერთად კი უძველეს ქართულ გალობას აცოცხლებს და ხელნაკეთ საეკლესიო სანთლებსაც ამზადებს. მის ოთახში ერთმანეთს ერწყმის ანატომიის სახელმძღვანელოები, ნატურალური ცვილის სურნელი, ხელნაკეთი სანთლები და კუთხეში მიყუდებული სხვადასხვა საკრავი. ეს სამყაროები ახალგაზრდა მედიკოსისთვის ერთ მთლიანობას და ყოველდღიურობას წარმოადგენს. ის ზოგჯერ წიგნებთანაა, ზოგჯერ სანთლებთან. ცხოვებაში კი ხან ექიმის ხალათით მუშაობს, ხან სტიქარში შემოსილი ღვთის მსახურებაში მონაწილეობს.
“ პატარაობიდანვე ვგალობ. 12 წლის ასაკში პირველად გავიგე ჩემი დის გალობა, სწორედ ამ დროს გამიჩნდა სურვილი მეც ამ გზას დავდგომოდი. მე და ჩემი და ამ დღიდან ერთად ვგალობთ. არასდროს დამავიწყდება, თუ რა ვიგრძენი პირველად, როცა ვიგალობე, ეს აღუწერელი გრძნობა იყო. იმ დღეს ვიხსენებ და ვხვდები, რომ სწორედ იმ ასაკიდან იწყება ჩემს ცხოვრებაში სიმშვიდის და სიწმინდის პერიოდი და მას შემდეგ ამ გზას მივყვები. გალობა ჩემს ცხოვრებაში უეცრად შემოვიდა და არსებობას განაგრძობს. როცა ტაძარში ვგალობ და ჩემი ხმა მესმის, ვხედავ, როგორ მისმენენ იქ მყოფნიდა უდიდესს თავისუფლებას ვგრძნობ.
„მსიამოვნებს, როდესაც ჩემს პირად სივრცეში ნატურალური ფუტკრის სურნელი ტრიალებს.“
დღეს ჩემს ცხოვრებაში არსებობს ანატომიის წიგნები, გალობა და ცვილის სანთლები, მათ გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. ანატომიის სახელმძღვანელოები და ნატურალური ცვილის სურნელი ჩემთვის ერთი მთლიანობაა..ვიყენებ მხოლოდ ნატურალურ ცვილს, ვფიქრობ, მას განსაკუთრებული ეკლესიური სული და სურნელი აქვს. ვცდილობ ჩემი პერსონალური დიზაინები უფროდაურფო დავხვეწო და გავამრავალფეროვნო. ტრადიციული ფორმებისა და თანამედროვე ესთეტიკის შეხამება ძალიან რთულია, მაგრამ ეს გამოწვევაა, რომელსაც ვთვლი, რომ კარგად ვართმევ თავს.
სანთლის გაკეთება მარტივი არ არის, მას დიდი დრო სჭირდება. მართალია ცვილი რბილი და დამყოლი მასალაა, მაგრამ მასთან მუშაობა დიდ მოთმინებას მოითხოვს. დიდხანს მიწევს სამუშაო მაგიდასთან ჯდომა და მუშაობა, ზოგჯერ დღეებიც კი. სწორედ ამიტომ ვიწყებ გალობას ყოველი სანთლის დამუშავებისას. მუშაობის დროს გალობა ჩემთვის მედიტაციაა, მამშვიდებს და უფრო ძლიერს მხდის. თითოეული დეტალისა და ორნამენტის დამუშავების დროს, ყოველი თვალის დაკრობისას, მახსენდება, თუ რამდენს ნიშნავს ეს ყოველივე და უფრო მშვიდად და მონდომებით ვიწყებ სანთლების დამზადებას. ჩემთვის არაფერი შეედრება ცვილის ნატურალური სურნელის და გალობის სინთეზს, ვფიქრობ სწორედ ამიტომ გამომდის ასეთი უნიკალური სანთლები..
მოგეხსენებათ, რთულია მედიცინის შესწავლა, უამრავი მასალა, გადატვირთული გრაფიკი, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც კლინიკაშიც ვმუშაობ. ამ ყოველივეს შემდეგ, როდესაც ჩემს სახელოსნოში ვბრუნდები, ვხედავ პირად სამუშაო მაგიდას, გამზადებულ სანთლებს, რომლებიც ადრესატებთანაა გასაგზავნი, ცვილს, რომლის სურნელიც მთელ ოთახს ედება, მაშინ ვხვდები, სანთლებითა და გალობით ხალხის სულის მკურნალობა შემიძლია, მედიცინით-სხეულის. ვმშვიდდები, ვხვდები, რომ ყველაფერი სწორედ ასე უნდა იყოს.
ასევე მინდა აღვნიშნო, ხალხისათვის გასაკვირია, რომ ამ ყოველივესთან ერთად ვუკრავ ათ სხვადასხვა საკრავზე, მათ შორის ჩონგურზე, ფანდურსა და, რაც მთავარია, გუდასტვირზე, ადრე საკრავებს თავადაც ვაკეთებდი, თუმცა უკვე ვეღარ ვახერხებ. საკრავებთან ჩემი გზა სიმებაწყვეტილი ფანდურით გადაიკვეთა, პირველად ვცადე დაკვრა და მაშინვე მივხვდი, რომ მუსიკალური საკრავებიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნებოდა. მას შემდეგ ვცდილობ უფროდაუფრო მეტ საკრავზე დაკვრა შევძლო და ასეც ვიქცევი.
უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანების უმნიშვნელოვანეს დღეს, იქნება ეს ჯვრისწერა თუ ნათლობა, ჩემი ხელით შექმნილი სანთლები ალამაზებს. როდესაც ამ ყველაფერს
“საკრავებთან ჩემი გზა სიმებაწყვეტილი ფანდურით გადაიკვეთა, პირველად ვცადე დაკვრა და მაშინვე მივხვდი, რომ მუსიკალური საკრავებიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნებოდა. “
ვუყურებ, სიამაყითა და ბედნიერებით ვივსები. არაფერი სჯობს ხედავდე, თუ რამდენს ნიშნავს მათთვის ჩემი გათენებული ღამეების მეშვეობით დამზადებული სანთლები, ეს ახალ ეტაპზე გადასვლის სიმბოლოა. მიხარია, როცა ვხედავ, რომ მათ ბედნიერებაში მეც შემაქვს წვლილი, წყვილის ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშნელოვანეს წუთებში ჩემი ნივთი ანათებს.“
შაკოს შესახებ აზრის გამოთქმამის მეგობარს, კესოსაც ვთხოვეთ: „მეგობრებისათვის და ახლობლებისათვის ის ყოველთვის იყო და არის ადამიანი, რომელიც შეუძლებელს აკეთებს, ერთ წამს ხელში უჭირავს ანატომიის სქელტანიანი წიგნები და აცვია ექიმის ხალათი, მეორე წამს კი სამუშაო მაგიდასთან ზის ცვილთან და სამუშაო იარაღებთან ერთად, საჭრელი დანით ხელში. საოცარია, ამ ყველაფერს რამდენად მშვიდად და სრულყოფილად აკეთებს. ხშირად გვიკვირს ყველას, სად აქვს ასეთ ახალგაზრდა ბიჭს იმდენი ძალა, რომ ამდენ საქმეს ერთროულად შეეჭიდოს და თან ყველაფერი სრულყოფილად, უშეცდომოდ აკეთოს. საოცარია, როგორ პოულობს ენერგიას, რომ დატვირთულ საუნივერსიტეტო გრაფიკს შეუთავსოს რთული კლინიკური სამუშაო და ამ ყველაფერს დაუმატოს გალობა და ულამაზესი სანთლების დამზადება, პასუხი კი ერთია – ეს ხომ შაკოა… რა საქმესაც არ უნდა შეეჭიდოს, რა საქმესაც არ უნდა მოკიდოს ხელი ყველაფერი იდეალურად გამოსდის, ძნელია შაკოს შეხვდე და მისით არ მოიხიბლო, იმ წამსვე მისით არ აღფრთოვანდე და არ შეგიყვარდეს მისი ნიჭიერებითა და თავდადებით. მის ოთახში ყველაფერი ერთად და ჰარმონიულად ცხოვრობს. ნეტავ ყველას შეეძლოს აქ მოსვლა და იმ სანახაობით დატკბობა, რომელიც აქ სუფევს, ცვილის საოცარი სურნელი, სამუშაო მაგიდა, მედიცინის წიგნები და შაკოს გალობის სასიამოვნო ჰანგები. ის ჩვენთვის უბრალოდ სტუდენტი არ არის, ის არის სიმშვიდე და წონასწორობის სიმბოლო, რომელიც გადაღლილ და რთულ დღეებში გვჭირდება. შაკო ჩვენთვის არის სანთლების ოსტატი და სულის ექიმი.“
„ანატომიის რთული ლექციებიდან ცვილის სურნელებამდე – სწორედ ასეთია ჩემი ყოველდღიურობა. ეს ყველაფერი მაყალიბებს ადამიანად, მახსენებს სულიერი სიმშვიდისა და სიწმინდის მნიშვნელობას. თითოეული ჩემი საქმიანობის სინთეზი მასწავლის წონასწორობის დაცვას. მაფიქრებს იმაზე, რომ ადამიანის განკურნება არ ხდება მხოლოდ ფიზიკურად, მათ სულიერი განკურნება და სიმშვიდეც სჭირდება. მიხარია, რომ შემიძლია ხალხს ორივე მათგანში დავეხმარო და თან ვიყო „თანამედროვე სტუდენტი“ და ამავდროულად ძელი ქართული ტრადიციების დამცველი.“
შაკო გორდულავასთან პორტრეტული ინტერვიუ იხილეთ ჩვენს იუთუბ-არხზე.




