უხილავი საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისთვის მარიამ ბუბაშვილი გვანცა კაციაშვილი თბილისი ქალაქია, რომელსაც საკუთარი რიტმი აქვს – გადატვირთული ქუჩები, მუდმივი მოძრაობა და ჰაერი, რომელსაც ყოველდღიურად ვსუნთქავთ. თუმცა ამ ხმაურიანი ცხოვრების ფონზე არსებობს პრობლემა, რომელსაც ხშირად ვერ ვამჩნევთ – ჰაერის დაბინძურება. ბოლო წლებში ეს საკითხი თბილისის ერთ-ერთ მთავარ ეკოლოგიურ გამოწვევად იქცა. ქალაქში მტვერი, გამონაბოლქვი და მძიმე ჰაერი უკვე ყოველდღიურობის ნაწილია. მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს პრობლემა არა მხოლოდ დისკომფორტს ქმნის, არამედ მათ ჯანმრთელობაზეც უარყოფითად მოქმედებს. სწორედ, ამ თემაზე გავესაუბრეთ ჟურნალისტ ცირა გვასალიას. -რა არის მთავარი მიზეზები იმისა, რომ თბილისში ჰაერის ხარისხი ხშირად „ცუდი“ ან „ძალიან ცუდია“? -ჩვენ უნდა დავყოთ ტრანსასაზღვრო დაბინძურება და ზოგადად ყოველთვის არსებული დაბინძურება, რომელიც არის თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში… დაბინძურება თბილისში ხდება ზოგადად სხვა მიზეზებით. ეს არის ძველი მანქანები, და მომრავლებული მშენებლობები“ თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის, განსაკუთრებით, საბურთალოზე, მარჯანიშვილზე, დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიასა და დიღომში, ჰაერის ხარისხი კვლავ “ცუდი” ან “ძალიან ცუდია”. -როდის და როგორ დამონტაჟდა საქართველოში ჰაერის ხარისხის პირველი ავტომატური მონიტორინგის სადგური? -საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სისტემა პირველად 2012 წელს დაინერგა. სწორედ ამ წელს ქვეყანაში დამონტაჟდა პირველი ავტომატური ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს მუდმივად აკვირდებოდა და აფიქსირებდა. აღნიშნული სადგური საქართველოს ჰოლანდიის საელჩომ აჩუქა, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო გარემოს დაცვის სფეროს განვითარებისთვის. -რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის დანერგვას? -ამ სადგურის დანერგვამ ხელი შეუწყო ჰაერის ხარისხის შესახებ მონაცემების სისტემურ შეგროვებასა და ანალიზს. შედეგად, შესაძლებელი გახდა ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის უკეთ შეფასება, პრობლემური ზონების გამოვლენა და შესაბამისი გარემოსდაცვითი პოლიტიკის დაგეგმვა. დროთა განმავლობაში ასეთი სადგურების რაოდენობა გაიზარდა, რაც საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებასა და მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდას ემსახურება. მისი თქმით, „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ავტომატური სადგურები, თბილისის სადგურებიდან ყველაზე მაღალ დაბინძურებას აჩვენებს, აღმაშენებლის სადგური, რომელიც ილიას ბაღში მდებარეობს. თბილისის 5 სადგურიდან, რომელიც ერთ-ერთი ვერკეთილში იდგა, ახლა მის ადგილას მრავალსართულიანი კორპუსი შენდება, აღებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური 2016 წელს ამუშავდა, სადგური ქართველ ხალხს იაპონიის საელჩომ აჩუქა.“ ჯანმრთელობის კუთხით, დაბინძურებული ჰაერი იწვევს სასუნთქი გზებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკულ დაავადებებს, რაც საგრძნობლად ამცირებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას. დაბინძურებული ჰაერი შეიცავს მავნე ნივთიერებებსა და ტოქსიკურ ნაწილაკებს, რომლებიც სასუნთქ სისტემაში ხვდება და იწვევს სხვადასხვა დაავადებას. განსაკუთრებით ხშირია ასთმა, ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკული დაავადებები და ალერგიული რეაქციები. მავნე გარემო განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის ბავშვებს, ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება ასუსტებს იმუნურ სისტემას, აუარესებს ცხოვრების ხარისხს და საგრძნობლად ამცირებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ნოე მეგრელიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ყოფილი უფროსი – „უდაბნოს მტვერი კვლავ აქტიურად შემოდის ქვეყანაში და ატმოსფეროში დიდხანს ნარჩუნდება, განსაკუთრებით ისეთ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ჰაერის ცირკულაცია სუსტია. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამის მეტეოროლოგიურ პროცესებზე, მათ შორის ქარსა და ნალექზე, რომლებიც მტვრის ნაწილაკების გაფანტვას უწყობს ხელს. ჰაერში მტვრის ნაწილაკების მკვეთრი მატება განსაკუთრებით სახიფათოა ქრონიკული დაავადებებისა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, რადგან ასეთ პირობებში იზრდება ჯანმრთელობის გართულებების რისკი.“ ამავე პრობლემაზე გავესაუბრეთ სოციალურ ქსელში ცნობილი გვერდის „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელ, გიორგი ჯაფარიძეს, რომელმაც დედაქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის მთავარი პრობლემებია საცობები, გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მასშტაბური განაშენიანება და მწვანე სივრცეების ნაკლებობა. ასევე, ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად ასახელებს ქვის მშრალი მეთოდით დამუშავებას, რაც ჰაერის დაბინძურებას მნიშვნელოვნად ზრდის. როგორც გიორგი ჯაფარიძე აღნიშნავს, ჰაერის ხარისხის მონიტორინგი დაბინძურებასთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. მისი თქმით, სამოქალაქო მოძრაობა 2018 წელს სწორედ ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით შეიქმნა. დღეს მათი ჰაერის საზომი აპარატები საქართველოს 17 ქალაქშია განთავსებული და 24-საათიან რეჟიმში აკვირდება ჰაერის ხარისხს. ინტერვიუს დროს მან ბოლო პერიოდში თბილისში დაფიქსირებული ძლიერი დაბინძურებაც გაიხსენა. მისი განმარტებით, ნოემბერში შექმნილი მძიმე მდგომარეობა ტრანსაზღვრულმა დაბინძურებამ და სმოგმა ერთობლივად გამოიწვია. საუბრის ბოლოს გიორგი ჯაფარიძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ წელს ამოქმედდება მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს დაბინძურებულ ზონაში მოხვედრის შემთხვევაში ავტომატურ შეტყობინებას გაუგზავნის. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, თბილისში საგრძნობლად შესამჩნევი იყო ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებული იყო ატმოსფეროში უდაბნოს მტვრის ნაწილაკების გავრცელებასთან. ამ პერიოდში ქალაქში ხშირად ფიქსირდებოდა ნისლი, ხილვადობის შემცირება და ჰაერის სიმძიმის შეგრძნება. ვიდეო-ინტერვიუში იულიხის კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ჰაერის დამაბინძურებლების გამზომველი აპარატის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება გიორგი ჯიბუტი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი .
მედია ცენტრის რედაქცია3 წთ საკითხავი
უხილავი საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისთვის
მარიამ ბუბაშვილი
გვანცა კაციაშვილი
თბილისი ქალაქია, რომელსაც საკუთარი რიტმი აქვს – გადატვირთული ქუჩები, მუდმივი მოძრაობა და ჰაერი, რომელსაც ყოველდღიურად ვსუნთქავთ. თუმცა ამ ხმაურიანი ცხოვრების ფონზე არსებობს პრობლემა, რომელსაც ხშირად ვერ ვამჩნევთ – ჰაერის დაბინძურება.
ბოლო წლებში ეს საკითხი თბილისის ერთ-ერთ მთავარ ეკოლოგიურ გამოწვევად იქცა. ქალაქში მტვერი, გამონაბოლქვი და მძიმე ჰაერი უკვე ყოველდღიურობის ნაწილია. მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს პრობლემა არა მხოლოდ დისკომფორტს ქმნის, არამედ მათ ჯანმრთელობაზეც უარყოფითად მოქმედებს.
სწორედ, ამ თემაზე გავესაუბრეთ ჟურნალისტ ცირა გვასალიას.
-რა არის მთავარი მიზეზები იმისა, რომ თბილისში ჰაერის ხარისხი ხშირად „ცუდი“ ან „ძალიან ცუდია“?
-ჩვენ უნდა დავყოთ ტრანსასაზღვრო დაბინძურება და ზოგადად ყოველთვის არსებული დაბინძურება, რომელიც არის თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში… დაბინძურება თბილისში ხდება ზოგადად სხვა მიზეზებით. ეს არის ძველი მანქანები, და მომრავლებული მშენებლობები“ თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის, განსაკუთრებით, საბურთალოზე, მარჯანიშვილზე, დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიასა და დიღომში, ჰაერის ხარისხი კვლავ “ცუდი” ან “ძალიან ცუდია”.
-როდის და როგორ დამონტაჟდა საქართველოში ჰაერის ხარისხის პირველი ავტომატური მონიტორინგის სადგური?
-საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სისტემა პირველად 2012 წელს დაინერგა. სწორედ ამ წელს ქვეყანაში დამონტაჟდა პირველი ავტომატური ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს მუდმივად აკვირდებოდა და აფიქსირებდა. აღნიშნული სადგური საქართველოს ჰოლანდიის საელჩომ აჩუქა, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო გარემოს დაცვის სფეროს განვითარებისთვის.
-რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის დანერგვას?
-ამ სადგურის დანერგვამ ხელი შეუწყო ჰაერის ხარისხის შესახებ მონაცემების სისტემურ შეგროვებასა და ანალიზს. შედეგად, შესაძლებელი გახდა ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის უკეთ შეფასება, პრობლემური ზონების გამოვლენა და შესაბამისი გარემოსდაცვითი პოლიტიკის დაგეგმვა. დროთა განმავლობაში ასეთი სადგურების რაოდენობა გაიზარდა, რაც საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებასა და მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდას ემსახურება.
თბილისში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომობილებია, განსაკუთრებით კი – ბუნებრივ აირზე მომუშავე მანქანები.
მისი თქმით, „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ავტომატური სადგურები, თბილისის სადგურებიდან ყველაზე მაღალ დაბინძურებას აჩვენებს, აღმაშენებლის სადგური, რომელიც ილიას ბაღში მდებარეობს. თბილისის 5 სადგურიდან, რომელიც ერთ-ერთი ვერკეთილში იდგა, ახლა მის ადგილას მრავალსართულიანი კორპუსი შენდება, აღებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური 2016 წელს ამუშავდა, სადგური ქართველ ხალხს იაპონიის საელჩომ აჩუქა.“
ჯანმრთელობის კუთხით, დაბინძურებული ჰაერი იწვევს სასუნთქი გზებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკულ დაავადებებს, რაც საგრძნობლად ამცირებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას. დაბინძურებული ჰაერი შეიცავს მავნე ნივთიერებებსა და ტოქსიკურ ნაწილაკებს, რომლებიც სასუნთქ სისტემაში ხვდება და იწვევს სხვადასხვა დაავადებას. განსაკუთრებით ხშირია ასთმა, ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკული დაავადებები და ალერგიული რეაქციები. მავნე გარემო განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის ბავშვებს, ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება ასუსტებს იმუნურ სისტემას, აუარესებს ცხოვრების ხარისხს და საგრძნობლად ამცირებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას.
ნოე მეგრელიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ყოფილი უფროსი – „უდაბნოს მტვერი კვლავ აქტიურად შემოდის ქვეყანაში და ატმოსფეროში დიდხანს ნარჩუნდება, განსაკუთრებით ისეთ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ჰაერის ცირკულაცია სუსტია. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამის მეტეოროლოგიურ პროცესებზე, მათ შორის ქარსა და ნალექზე, რომლებიც მტვრის ნაწილაკების გაფანტვას უწყობს ხელს. ჰაერში მტვრის ნაწილაკების მკვეთრი მატება განსაკუთრებით სახიფათოა ქრონიკული დაავადებებისა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, რადგან ასეთ პირობებში იზრდება ჯანმრთელობის გართულებების რისკი.“
ამავე პრობლემაზე გავესაუბრეთ სოციალურ ქსელში ცნობილი გვერდის „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელ, გიორგი ჯაფარიძეს, რომელმაც დედაქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, თბილისის მთავარი პრობლემებია საცობები, გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მასშტაბური განაშენიანება და მწვანე სივრცეების ნაკლებობა. ასევე, ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად ასახელებს ქვის მშრალი მეთოდით დამუშავებას, რაც ჰაერის დაბინძურებას მნიშვნელოვნად ზრდის.
როგორც გიორგი ჯაფარიძე აღნიშნავს, ჰაერის ხარისხის მონიტორინგი დაბინძურებასთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. მისი თქმით, სამოქალაქო მოძრაობა 2018 წელს სწორედ ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით შეიქმნა. დღეს მათი ჰაერის საზომი აპარატები საქართველოს 17 ქალაქშია განთავსებული და 24-საათიან რეჟიმში აკვირდება ჰაერის ხარისხს.
ინტერვიუს დროს მან ბოლო პერიოდში თბილისში დაფიქსირებული ძლიერი დაბინძურებაც გაიხსენა. მისი განმარტებით, ნოემბერში შექმნილი მძიმე მდგომარეობა ტრანსაზღვრულმა დაბინძურებამ და სმოგმა ერთობლივად გამოიწვია.
საუბრის ბოლოს გიორგი ჯაფარიძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ წელს ამოქმედდება მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს დაბინძურებულ ზონაში მოხვედრის შემთხვევაში ავტომატურ შეტყობინებას გაუგზავნის.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, თბილისში საგრძნობლად შესამჩნევი იყო ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებული იყო ატმოსფეროში უდაბნოს მტვრის ნაწილაკების გავრცელებასთან. ამ პერიოდში ქალაქში ხშირად ფიქსირდებოდა ნისლი, ხილვადობის შემცირება და ჰაერის სიმძიმის შეგრძნება.
ვიდეო-ინტერვიუში იულიხის კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ჰაერის დამაბინძურებლების გამზომველი აპარატის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება გიორგი ჯიბუტი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი .




