გადადი მთავარ შიგთავსზე
IBSU — International Black Sea University

,,ფიანელა“

მულტიმედია

ფერადი ბაღი თბილისის შუაგულში ,,მცენარე შეიძლება მოგწონს, მაგრამ შენ სადაც ცხოვრობ, იმ კლიმატს უნდა შეეესაბამებოდეს, იტანდეს და ეგუებოდეს …. ამიტომ მე მოვერგე მცენარეებს“ ნესტან არაბული, თამარ ჯალაღონია თბილისში, ჩვეულებრივ საცხოვრებელ უბანში, არსებობს სივრცე, სადაც მაისში ყველაფერი ფერს იცვლის. ქვის ფიგურები, ხის მექანიკური ჩიტები და ფერადი მცენარეები – ეს ჩამონათვალი შემოქმედებით სივრცეში ერთიანდება; შემდეგ კი – მაისში, ვარდების ყვავილობისას, ბევრი ვიზიტორის საყვარელი ადგილი ხდება. ,,ფიანელა“ პატარა ბაღია, რომელიც ნუკრი მანძულაშვილმა საკუთარი ხელით გააშენა და დღემდე ცდილობს ორიგინალურად გაამრავალფეროვნოს. ბაღის ისტორია ფოტოგრაფიიდან იწყება. როგორც ნუკრი გვიყვება, პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად ეძებდა საინტერესო ადგილებს გადასაღებად, რაც არასტაბილური პროცესი იყო და საბოლოოდ მიხვდა, რომ სასურველი გარემო თავად უნდა შეექმნა. რამდენიმე წლის წინ ეს ეზო სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა. ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, რომ ახლანდელი ,,ფიანელას“ ადგილას პაპის ძველი სახლი, ხეივანი და აუთვისებელი ტერიტორია იყო, დროთა განმავლობაში კი მან ეზოს სრულიად ახალი სახე მისცა და საკუთარი გემოვნებით გარდაქმნა. დღეს „ფიანელა“ ასობით ვარდით არის სავსე, თუმცა გზა მარტივი არ ყოფილა. პროცესში დიდი გამოცდილება შეცდომებმა მოიტანა. ზოგმა მცენარემ ვერ გაიხარა, ზოგი კი – კლიმატს ვერ შეეგუა. ნუკრი ინტერნეტში სწავლობდა სხვადასხვა ბაღის მოწყობის სტილს, განსაკუთრებით კი ინგლისური ბაღები იზიდავდა – ბუნებრივი მასალებით, ვარდებითა და მწვანე სივრცეებით შექმნილი გარემო. მისი თქმით, ამ პერიოდში გაიაზრა, რომ მებაღეობა მხოლოდ დეკორატიული საქმიანობა კი არ არის, მცენარეებთან ურთიერთობა სიღრმისეულ ცოდნასაც მოითხოვს: ,,მცენარე შეიძლება გინდა, მოგწონს მაგრამ შენ სადაც ცხოვრობ იმ კლიმატს უნდა შეეესაბამებოდეს, იტანდეს და ეგუებოდეს. ეგრე მარტივად არ არის, ამიტომ მე მოვერგე მცენარეებს.“ ამ გამოცდილებაზე საუბრისას რესპოდენტმა ერთ-ერთი მცენარე – ლუპინი გაიხსენა, რომელიც თბილისში ვერ გაახარა, თუმცა მოგვიანებით მთის სოფელში დათესილმა შესანიშნავად იყვავილა. სწორედ ამ შემთხვევამ დაანახა, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსა და მცენარის თანხვედრა. ბაღში განსაკუთრებული ადგილი ვარდებს უკავია. ნუკრის თქმით, თბილისი ვარდებისთვის იდეალური გარემოა – სიცხე და მზე მათ სწრაფ ზრდას უწყობს ხელს. განსაკუთრებით კი კარგად ინგლისური ჯიშები ხარობს. ,,ინგლისი ჩვენთან შედარებით გრილია, ამიტომ იქ გამოყვანილი ვარდები, აქ საერთოდ გიჟდებიან; იქ რომ ბუჩქის ვარდებს ეძახიან, აქ ხვიერად მიდიან,“ – ამბობს ის. „ფიანელას“ ყვავილობის პერიოდი მაისის შუა რიცხვებიდან იწყება და დაახლოებით ერთი თვე გრძელდება. სწორედ ამ დროს იზრდება ვიზიტორების რაოდენობაც. ნუკრი ყოველგვარი ხელოვნური მასალის გამოყენებას ერიდება და ცდილობს პლასტმასიც არ შეიტანოს სივრცეში, ყველა დეკორაცია და მცენარე ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება. მისტიკურია ქვის ფიგურები და მექანიზმზე დამზადებული ხის სათამაშოები, რომელთაც თავად ბაღის მეპატრონე ამზადებს. როგორც ჩვენთან საუბარში განმარტა, თვითონ სახელწოდებაც ხეზე მუშაობას უკავშირდება, რადგან ,,ფიანელა“ სალაშინს ნიშნავს. სიტყვის რბილმა და ლამაზმა ჟღერადობამ განაპირობა, რომ სახელოსნოსაც და ბაღსაც ,,ფიანელა“ ჰქვია. ქვაზე გამოკვეთილი ფიგურები ავტორისთვის ,,სამუდამო“ და ,,ნამდვილია“, ხის სათამაშოები კი მის სტილს მიყვება და ასორტიმენტში სულ უფრო მრავალფეროვნდება. ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო იზრდება ინტერესი პატარა კერძო კულტურული სივრცეების მიმართ – ადგილების, რომლებიც ინდივიდუალური ხედვითა და შრომით იქმნება. ასეთი ლოკაციები ადამიანებისთვის ქალაქის რუტინისგან დროებით გათავისუფლების შესაძლებლობას ქმნის. ნუკრისთვის ეს ბაღი სწორედ ასეთი ადგილია: „როცა აქ შემოვდივარ, ყველაფერი მავიწყდება,“ – იხსენებს ის. მისი თქმით, მომავალში „ფიანელაში“ პატარა კაფეს, ფლორისტული მასტერკლასებისა და ხეზე მუშაობის ვორქშოფების დამატებაც იგეგმება. ნუკრი ამბობს, რომ დაგროვილი გამოცდილების გაზიარება მისთვის მნიშვნელოვანია. „ფიანელა“ დღეს მხოლოდ ვარდების ბაღი აღარ არის. ეს არის სივრცე, სადაც მებაღეობა, ხელოვნება და ხელსაქმე ერთიანდება და გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა საკუთარი ხედვით სრულიად ახალი კულტურული გარემო შექმნას. ნუკრი მანძულაშვილთან ინტერვიუ იხილეთ ჩვენს ვიდეოჩანართში

მედია ცენტრის რედაქცია3 წთ საკითხავი

ფერადი ბაღი თბილისის შუაგულში

,,მცენარე შეიძლება მოგწონს, მაგრამ შენ სადაც ცხოვრობ, იმ კლიმატს უნდა შეეესაბამებოდეს, იტანდეს და ეგუებოდეს …. ამიტომ მე მოვერგე მცენარეებს“

ნესტან არაბული, თამარ ჯალაღონია

თბილისში, ჩვეულებრივ საცხოვრებელ უბანში, არსებობს სივრცე, სადაც მაისში ყველაფერი ფერს იცვლის. ქვის ფიგურები, ხის მექანიკური ჩიტები და ფერადი მცენარეები – ეს ჩამონათვალი შემოქმედებით სივრცეში ერთიანდება; შემდეგ კი – მაისში, ვარდების ყვავილობისას, ბევრი ვიზიტორის საყვარელი ადგილი ხდება. ,,ფიანელა“ პატარა ბაღია, რომელიც ნუკრი მანძულაშვილმა საკუთარი ხელით გააშენა და დღემდე ცდილობს ორიგინალურად გაამრავალფეროვნოს.

ბაღის ისტორია ფოტოგრაფიიდან იწყება. როგორც ნუკრი გვიყვება, პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად ეძებდა საინტერესო ადგილებს გადასაღებად, რაც არასტაბილური პროცესი იყო და საბოლოოდ მიხვდა, რომ სასურველი გარემო თავად უნდა შეექმნა. რამდენიმე წლის წინ ეს ეზო სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა. ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, რომ ახლანდელი ,,ფიანელას“ ადგილას პაპის ძველი სახლი, ხეივანი და აუთვისებელი ტერიტორია იყო, დროთა განმავლობაში კი მან ეზოს სრულიად ახალი სახე მისცა და საკუთარი გემოვნებით გარდაქმნა.

დღეს „ფიანელა“ ასობით ვარდით არის სავსე, თუმცა გზა მარტივი არ ყოფილა. პროცესში დიდი გამოცდილება შეცდომებმა მოიტანა. ზოგმა მცენარემ ვერ გაიხარა, ზოგი კი – კლიმატს ვერ შეეგუა. ნუკრი ინტერნეტში სწავლობდა სხვადასხვა ბაღის მოწყობის სტილს, განსაკუთრებით კი ინგლისური ბაღები იზიდავდა – ბუნებრივი მასალებით, ვარდებითა და მწვანე სივრცეებით შექმნილი გარემო. მისი თქმით, ამ პერიოდში გაიაზრა, რომ მებაღეობა მხოლოდ დეკორატიული საქმიანობა კი არ არის, მცენარეებთან ურთიერთობა სიღრმისეულ ცოდნასაც მოითხოვს: ,,მცენარე შეიძლება გინდა, მოგწონს მაგრამ შენ სადაც ცხოვრობ იმ კლიმატს უნდა შეეესაბამებოდეს, იტანდეს და ეგუებოდეს. ეგრე მარტივად არ არის, ამიტომ მე მოვერგე მცენარეებს.“ ამ გამოცდილებაზე საუბრისას რესპოდენტმა ერთ-ერთი მცენარე – ლუპინი გაიხსენა, რომელიც თბილისში ვერ გაახარა, თუმცა მოგვიანებით მთის სოფელში დათესილმა შესანიშნავად იყვავილა. სწორედ ამ შემთხვევამ დაანახა, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსა და მცენარის თანხვედრა.

ბაღში განსაკუთრებული ადგილი ვარდებს უკავია. ნუკრის თქმით, თბილისი ვარდებისთვის იდეალური გარემოა – სიცხე და მზე მათ სწრაფ ზრდას უწყობს ხელს. განსაკუთრებით კი კარგად ინგლისური ჯიშები ხარობს. ,,ინგლისი ჩვენთან შედარებით გრილია, ამიტომ იქ გამოყვანილი ვარდები, აქ საერთოდ გიჟდებიან; იქ რომ ბუჩქის ვარდებს ეძახიან, აქ ხვიერად მიდიან,“ – ამბობს ის.

#gallery-1 {

margin: auto;

}

#gallery-1 .gallery-item {

float: left;

margin-top: 10px;

text-align: center;

width: 25%;

}

#gallery-1 img {

border: 2px solid #cfcfcf;

}

#gallery-1 .gallery-caption {

margin-left: 0;

}

/* see gallery_shortcode() in wp-includes/media.php */

ფიანელას მესაკუთრე ნუკრი მანძულაშვილი

„ფიანელას“ ყვავილობის პერიოდი მაისის შუა რიცხვებიდან იწყება და დაახლოებით ერთი თვე გრძელდება. სწორედ ამ დროს იზრდება ვიზიტორების რაოდენობაც. ნუკრი ყოველგვარი ხელოვნური მასალის გამოყენებას ერიდება და ცდილობს პლასტმასიც არ შეიტანოს სივრცეში, ყველა დეკორაცია და მცენარე ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება. მისტიკურია ქვის ფიგურები და მექანიზმზე დამზადებული ხის სათამაშოები, რომელთაც თავად ბაღის მეპატრონე ამზადებს. როგორც ჩვენთან საუბარში განმარტა, თვითონ სახელწოდებაც ხეზე მუშაობას უკავშირდება, რადგან ,,ფიანელა“ სალაშინს ნიშნავს. სიტყვის რბილმა და ლამაზმა ჟღერადობამ განაპირობა, რომ სახელოსნოსაც და ბაღსაც ,,ფიანელა“ ჰქვია. ქვაზე გამოკვეთილი ფიგურები ავტორისთვის ,,სამუდამო“ და ,,ნამდვილია“, ხის სათამაშოები კი მის სტილს მიყვება და ასორტიმენტში სულ უფრო მრავალფეროვნდება.

ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო იზრდება ინტერესი პატარა კერძო კულტურული სივრცეების მიმართ – ადგილების, რომლებიც ინდივიდუალური ხედვითა და შრომით იქმნება. ასეთი ლოკაციები ადამიანებისთვის ქალაქის რუტინისგან დროებით გათავისუფლების შესაძლებლობას ქმნის. ნუკრისთვის ეს ბაღი სწორედ ასეთი ადგილია: „როცა აქ შემოვდივარ, ყველაფერი მავიწყდება,“ – იხსენებს ის.

მისი თქმით, მომავალში „ფიანელაში“ პატარა კაფეს, ფლორისტული მასტერკლასებისა და ხეზე მუშაობის ვორქშოფების დამატებაც იგეგმება. ნუკრი ამბობს, რომ დაგროვილი გამოცდილების გაზიარება მისთვის მნიშვნელოვანია. „ფიანელა“ დღეს მხოლოდ ვარდების ბაღი აღარ არის. ეს არის სივრცე, სადაც მებაღეობა, ხელოვნება და ხელსაქმე ერთიანდება და გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა საკუთარი ხედვით სრულიად ახალი კულტურული გარემო შექმნას.

ნუკრი მანძულაშვილთან ინტერვიუ იხილეთ ჩვენს ვიდეოჩანართში