მანქანის მართვის, თუ ნერვების გამოცდა? ავტორები: ნათია ნოზაძე, ენი ცხვედაძე, სანდრო ციყელაშვილი საქართველოში მართვის მოწმობის აღების პროცესი დიდი ხანია გასცდა უბრალო სახელმწიფო სერვისის ფარგლებს და მძღოლობის კანდიდატებისთვის ნერვების ნამდვილ გამოცდად იქცა. 2022 წლიდან დანერგილი რეფორმის თანახმად, მართვის მოწმობების აღების მსურველმა ქალაქის ქუჩებშიც უნდა ატაროს ავტომობილი, გარდა ამისა, უნდა შემოწმდეს მისი ავტომობილის ტექნიკური გამართულობაც. გამოცდის გართულება, ერთი შეხედვით, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო საგზაო უსაფრთხოებისკენ. თუმცა, ორი წლის შემდეგ რეალობა სულ სხვაგვარია: მართვის მოწმობის აღების მსურველები სულ უფრო მეტად ჩივიან გაუმართავი ინფრასტრუქტურის, ქულათა დაწერის ბუნდოვანი სისტემის, გაათმაგებული ფინანსური წნეხისა და კორუფციული რისკების შესახებ. ვიდრე მომსახურების სააგენტო ოფიციალურ განცხადებებში ევროპულ სტანდარტებსა და მაღალტექნოლოგიურ საგამოცდო სისტემებზე საუბრობს, რეალური საგამოცდო მარშრუტები ხშირად შუა საუკუნეების ინფრასტრუქტურას უფრო მოგვაგონებს. რუსთავის მაგალითი ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინოა. საგამოცდო ქუჩები გადატვირთულია ქაოტური მოძრაობით, სადაც დამწყებ მძღოლს უწევს არა მხოლოდ წესების დაცვაზე ფიქრი, არამედ პროფესიონალი მძღოლების აგრესიული მანევრების მოგერიებაც. ფოტომასალაზე, ნათლად ჩანს დაზიანებული საგზაო საფარი და გაცვეთილი მონიშვნები. არის მონაკვეთები, სადაც გზა საერთოდ არ არის დახაზული. ასეთ სიტუაციაში, თუ კანდიდატს მარშრუტი ზეპირად არ აქვს ნასწავლი, მისი ჩაჭრის ალბათობა 90%-ს აღწევს. ანალოგიური სურათია ბათუმშიც. პუშკინისა და ხიმშიაშვილის ქუჩებზე (რომლებიც საგამოცდო ქუჩებია) მოძრაობის სქემის შეცვლის მიუხედავად, ძველი საგზაო ნიშნები კვლავაც ადგილზეა, რაც პირდაპირ ხაფანგია მოსწავლისთვის. ბიუროკრატიული ბარიერები ხშირად ნოყიერ ნიადაგს ქმნის პირადი ინტერესებისა და კორუფციისთვის. ამის ნათელი მაგალითია ზუგდიდში მომხდარი სკანდალური შემთხვევა. მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი კანდიდატებს პრაქტიკული გამოცდის დროს განზრახ ჭრიდა. მიზეზიც ლოგიკური იყო: მას სურდა, ჩაჭრილი მოსწავლეები თავის ახლობელ ინსტრუქტორთან გაეგზავნა ქალაქის გაკვეთილებზე, რათა ამ გზით მატერიალური სარგებელი მიეღო. ეს ქმედება არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დანაშაული, ეს არის დარტყმა მთლიანი სისტემის სანდოობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად აღნიშნული თანამშრომელი გაათავისუფლეს, დაზარალებულ ადამიანებს პასუხი დღემდე არ მიუღიათ. მათ დაკარგეს დრო, ფული და, რაც მთავარია, სამართლიანი სახელმწიფოს განცდა. ასეთი შემთხვევები აჩენს კითხვას: კიდევ რამდენი კანდიდატი ხდება მსგავსი სქემის მსხვერპლი ქვეყნის სხვა ქალაქებში? ჟურნალისტური მოკვლევისას გამოიკვეთა კიდევ ერთი სისტემური აბსურდი: როდესაც საგამოცდო ავტომობილს სხვა მძღოლი ეჯახება და მოსწავლე საერთოდ არ არის დამნაშავე, ის მაინც იჭრება. სისტემა ვერ ან არ მიჯნავს ერთმანეთისგან კანდიდატის შეცდომასა და გარე ფაქტორებს. შედეგად, ადამიანი, რომელიც შეიძლება იდეალურად მართავდეს მანქანას, „გარემოების მსხვერპლი“ ხდება და კვლავ ფულის ხდისა და თვეობით ლოდინის რეჟიმში გადადის . ამას ემატება ქვეითთა გაუცნობიერებელი ქცევაც. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ზებრა გადასასვლელზე გადასვლის უფლება ნებისმიერ დროს აქვს. შუქნიშნიან გადასასვლელებზე წითელ შუქზე გადასული ქვეითი ხშირად ხდება დამწყები მძღოლის ჩაჭრის მიზეზი, რადგან გამომცდელი ამას აღიქვამს როგორც საფრთხის შეუქმნელობას. ავტოინსტრუქტორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ სისტემა უნდა იყოს უფრო ლმობიერი და ორიენტირებული ადეკვატურობაზე და არა ფორმალურ წესებზე. მართვის მოწმობის აღება დღეს სერიოზულ ფინანსურ ტვირთად იქცა საშუალო სტატისტიკური ოჯახისთვის. ამაზე ციფრებიც ნათლად მეტყველებს: გეგმური ჯავშანი- 90 ლარი; არაგეგმური (დაჩქარებული) ჯავშანი- 250 ლარი; პრაქტიკული გაკვეთილი- 55-60 ლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ კანდიდატთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოცდაზე მესამედ, მეექვსედ ან მეათედ გადის, ჯამური ხარჯი ხშირად 1500 ლარს აჭარბებს. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში საარსებო მინიმუმი და საშუალო ხელფასი ამ თანხაზე გაცილებით ნაკლებია. ორი წლის წინანდელი პეტიცია, რომელსაც ათასობით ადამიანი აწერდა ხელს სისტემის გამარტივების მოთხოვნით, უშედეგოდ დასრულდა. ხალხის განცდა ერთია: სახელმწიფო ამ გზით ართუ მძღოლების ხარისხს აუმჯობესებს, არამედ ბიუჯეტს ავსებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მართვის მოწმობის ფლობა არ ნიშნავს, რომ ხარ მძღოლი. როგორც ინსტრუქტორები ამბობენ, მოქალაქეების უმეტესობა ტარებას მართვის მოწმობის აღების შემდეგ, დამოუკიდებლად სწავლობს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ საგამოცდო სისტემა ვერ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას- იზრუნოს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე. მთლიანობაში, პროცესის გართულება აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ხარისხობრივად და არა ფინანსურად. გაძვირებული ქვითრებითა და კორუფციული რისკებით მძღოლთა კულტურა ვერ ამაღლდება. სანამ მომსახურების სააგენტო არ გაასწორებს საგზაო ნიშნებს, არ მოაწესრიგებს დაუხაზავ გზებს და არ დანერგავს სამართლიანობის მონიტორინგის მექანიზმებს (როგორც ზუგდიდის შემთხვევაში იყო საჭირო), მართვის მოწმობის აღება დარჩება არა კვალიფიკაციის დასტურად, არამედ გაუთავებელ ბრძოლად სისტემასთან, სადაც მოქალაქე ყოველთვის წაგებულ პოზიციაშია. მართვის მოწმოების აღებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ვიდეო-ინტერვიუში ავტოინსტრუქტორი მირიან ლოლაძე გვესაუბრება.
მედია ცენტრის რედაქცია3 წთ საკითხავი
მანქანის მართვის, თუ ნერვების გამოცდა?
ავტორები:
ნათია ნოზაძე,
ენი ცხვედაძე,
სანდრო ციყელაშვილი
საქართველოში მართვის მოწმობის აღების პროცესი დიდი ხანია გასცდა უბრალო სახელმწიფო სერვისის ფარგლებს და მძღოლობის კანდიდატებისთვის ნერვების ნამდვილ გამოცდად იქცა. 2022 წლიდან დანერგილი რეფორმის თანახმად, მართვის მოწმობების აღების მსურველმა ქალაქის ქუჩებშიც უნდა ატაროს ავტომობილი, გარდა ამისა, უნდა შემოწმდეს მისი ავტომობილის ტექნიკური გამართულობაც. გამოცდის გართულება, ერთი შეხედვით, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო საგზაო უსაფრთხოებისკენ. თუმცა, ორი წლის შემდეგ რეალობა სულ სხვაგვარია: მართვის მოწმობის აღების მსურველები სულ უფრო მეტად ჩივიან გაუმართავი ინფრასტრუქტურის, ქულათა დაწერის ბუნდოვანი სისტემის, გაათმაგებული ფინანსური წნეხისა და კორუფციული რისკების შესახებ.
ვიდრე მომსახურების სააგენტო ოფიციალურ განცხადებებში ევროპულ სტანდარტებსა და მაღალტექნოლოგიურ საგამოცდო სისტემებზე საუბრობს, რეალური საგამოცდო მარშრუტები ხშირად შუა საუკუნეების ინფრასტრუქტურას უფრო მოგვაგონებს. რუსთავის მაგალითი ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინოა. საგამოცდო ქუჩები გადატვირთულია ქაოტური მოძრაობით, სადაც დამწყებ მძღოლს უწევს არა მხოლოდ წესების დაცვაზე ფიქრი, არამედ პროფესიონალი მძღოლების აგრესიული მანევრების მოგერიებაც.
ფოტომასალაზე, ნათლად ჩანს დაზიანებული საგზაო საფარი და გაცვეთილი მონიშვნები. არის მონაკვეთები, სადაც გზა საერთოდ არ არის დახაზული. ასეთ სიტუაციაში, თუ კანდიდატს მარშრუტი ზეპირად არ აქვს ნასწავლი, მისი ჩაჭრის ალბათობა 90%-ს აღწევს. ანალოგიური სურათია ბათუმშიც. პუშკინისა და ხიმშიაშვილის ქუჩებზე (რომლებიც საგამოცდო ქუჩებია) მოძრაობის სქემის შეცვლის მიუხედავად, ძველი საგზაო ნიშნები კვლავაც ადგილზეა, რაც პირდაპირ ხაფანგია მოსწავლისთვის.
უხილავი საფრთხეები- არაპროფესიონალურად გაკეთებული ხელოვნური უსწორმასწორობები ის პრობლემური ადგილებია, რომლებიც დამწყები მძღოლებისათვის დაბნეულობას იწვევს.
ბიუროკრატიული ბარიერები ხშირად ნოყიერ ნიადაგს ქმნის პირადი ინტერესებისა და კორუფციისთვის. ამის ნათელი მაგალითია ზუგდიდში მომხდარი სკანდალური შემთხვევა. მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი კანდიდატებს პრაქტიკული გამოცდის დროს განზრახ ჭრიდა. მიზეზიც ლოგიკური იყო: მას სურდა, ჩაჭრილი მოსწავლეები თავის ახლობელ ინსტრუქტორთან გაეგზავნა ქალაქის გაკვეთილებზე, რათა ამ გზით მატერიალური სარგებელი მიეღო.
ეს ქმედება არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დანაშაული, ეს არის დარტყმა მთლიანი სისტემის სანდოობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად აღნიშნული თანამშრომელი გაათავისუფლეს, დაზარალებულ ადამიანებს პასუხი დღემდე არ მიუღიათ. მათ დაკარგეს დრო, ფული და, რაც მთავარია, სამართლიანი სახელმწიფოს განცდა. ასეთი შემთხვევები აჩენს კითხვას: კიდევ რამდენი კანდიდატი ხდება მსგავსი სქემის მსხვერპლი ქვეყნის სხვა ქალაქებში?
ჟურნალისტური მოკვლევისას გამოიკვეთა კიდევ ერთი სისტემური აბსურდი: როდესაც საგამოცდო ავტომობილს სხვა მძღოლი ეჯახება და მოსწავლე საერთოდ არ არის დამნაშავე, ის მაინც იჭრება. სისტემა ვერ ან არ მიჯნავს ერთმანეთისგან კანდიდატის შეცდომასა და გარე ფაქტორებს. შედეგად, ადამიანი, რომელიც შეიძლება იდეალურად მართავდეს მანქანას, „გარემოების მსხვერპლი“ ხდება და კვლავ ფულის ხდისა და თვეობით ლოდინის რეჟიმში გადადის
ბუნდოვანი ორიენტირები: გაცვეთილი საგზაო ნიშნები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა საგამოცდო მარშრუტზე კანდიდატებისთვის დამატებით ბარიერად იქცევა.
დაუხაზავი გზები ქალაქ რუსთავში. აღნიშნულ მონაკვეთზე ერთდროულად უნდა ჩანდეს ზებრა გადასასვლელი, ავტობუსის გაჩერების ადგილი და გზის მიმართულება, რომელთაგან თითქმის არცერთი არ იკითხება.
.
ამას ემატება ქვეითთა გაუცნობიერებელი ქცევაც. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ზებრა გადასასვლელზე გადასვლის უფლება ნებისმიერ დროს აქვს. შუქნიშნიან გადასასვლელებზე წითელ შუქზე გადასული ქვეითი ხშირად ხდება დამწყები მძღოლის ჩაჭრის მიზეზი, რადგან გამომცდელი ამას აღიქვამს როგორც საფრთხის შეუქმნელობას. ავტოინსტრუქტორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ სისტემა უნდა იყოს უფრო ლმობიერი და ორიენტირებული ადეკვატურობაზე და არა ფორმალურ წესებზე.
მართვის მოწმობის აღება დღეს სერიოზულ ფინანსურ ტვირთად იქცა საშუალო სტატისტიკური ოჯახისთვის. ამაზე ციფრებიც ნათლად მეტყველებს: გეგმური ჯავშანი- 90 ლარი; არაგეგმური (დაჩქარებული) ჯავშანი- 250 ლარი; პრაქტიკული გაკვეთილი- 55-60 ლარი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ კანდიდატთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოცდაზე მესამედ, მეექვსედ ან მეათედ გადის, ჯამური ხარჯი ხშირად 1500 ლარს აჭარბებს. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში საარსებო მინიმუმი და საშუალო ხელფასი ამ თანხაზე გაცილებით ნაკლებია. ორი წლის წინანდელი პეტიცია, რომელსაც ათასობით ადამიანი აწერდა ხელს სისტემის გამარტივების მოთხოვნით, უშედეგოდ დასრულდა. ხალხის განცდა ერთია: სახელმწიფო ამ გზით ართუ მძღოლების ხარისხს აუმჯობესებს, არამედ ბიუჯეტს ავსებს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მართვის მოწმობის ფლობა არ ნიშნავს, რომ ხარ მძღოლი. როგორც ინსტრუქტორები ამბობენ, მოქალაქეების უმეტესობა ტარებას მართვის მოწმობის აღების შემდეგ, დამოუკიდებლად სწავლობს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ საგამოცდო სისტემა ვერ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას- იზრუნოს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე.
მთლიანობაში, პროცესის გართულება აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ხარისხობრივად და არა ფინანსურად. გაძვირებული ქვითრებითა და კორუფციული რისკებით მძღოლთა კულტურა ვერ ამაღლდება. სანამ მომსახურების სააგენტო არ გაასწორებს საგზაო ნიშნებს, არ მოაწესრიგებს დაუხაზავ გზებს და არ დანერგავს სამართლიანობის მონიტორინგის მექანიზმებს (როგორც ზუგდიდის შემთხვევაში იყო საჭირო), მართვის მოწმობის აღება დარჩება არა კვალიფიკაციის დასტურად, არამედ გაუთავებელ ბრძოლად სისტემასთან, სადაც მოქალაქე ყოველთვის წაგებულ პოზიციაშია.
მართვის მოწმოების აღებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ვიდეო-ინტერვიუში ავტოინსტრუქტორი მირიან ლოლაძე გვესაუბრება.




