სტენსლის ოსტატი ნოდარ ნახუცრიშვილი „მოქმედება აყალიბებს პიროვნებას“ ვიქტორია გეგია, ლიზი ხარჩილავა, სალომე ყორიაული ქალაქის ნაცრისფერ ყოველდღიურობაში ხშირად გვხვდება ფერები, რომლებიც ჩვეულებრივ კედლებს ახალ სიცოცხლეს სძენს. ზოგჯერ ეს მხოლოდ ნახატი არ არის. ის ადამიანის ემოციების, გამოცდილებისა და სამყაროს აღქმის გამოხატულებაა. სწორედ ასეთი ხელოვანია ნოდო ნახუცრიშვილი, რომლის ნამუშევრებს თბილისის სხვადასხვა უბანში შეხვდებით. ნოდო ნახუცრიშვილი ქართველი თვითნასწავლი მხატვარია. ის განსაკუთრებით ცნობილია თბილისში, კერძოდ ვარკეთილის დასახლებაში, ძველი კორპუსებისა და ქუჩების კედლების გაფერადებითა და მოხატვით. მისი ნახატები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გვხვდება და ხშირად ხელმოწერილია სიმბოლური სახელით „ნოდო“. წლების განმავლობაში ხელოვნება ნოდოსთვის მხოლოდ გატაცება აღარ იყო. ის იქცა სივრცედ, სადაც საკუთარ ემოციებს, შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს გამოხატავდა. იყო პერიოდი, როდესაც შემოქმედებას მეტი დრო დაუთმო და მეგობრებთან ურთიერთობაში პასიური გახდა. სწორედ ამ პერიოდში დარწმუნდა, რომ საყვარელი საქმის კეთებასთან ერთად ადამიანური მხარდაჭერა და მეგობრების გვერდში დგომა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ქუჩის მხატვრობა თანამედროვე ურბანული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი მიმართულებაა. ის მხოლოდ კედლებზე შესრულებულ ნახატებს არ გულისხმობს – ქუჩის ხელოვნება ადამიანების ემოციების, სოციალური დამოკიდებულებებისა და ყოველდღიური ცხოვრების გამოხატვის ფორმადაც მიიჩნევა. სხვადასხვა ქალაქში ქუჩის მხატვრები თავიანთ ნამუშევრებში ასახავენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს, ადამიანურ ისტორიებს, სიყვარულს, სირთულეებსა და იმედს. სწორედ ამიტომ, ქუჩის მხატვრობა დღეს უკვე არა მხოლოდ არაფორმალურ ხელოვნებად, არამედ კულტურული კომუნიკაციის მნიშვნელოვან ნაწილადაც განიხილება. ხელოვნებასთან ნოდოს ურთიერთობა ბავშვობიდან იწყება. ჩვენი რესპონდენტი განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა ხატვის მიმართ და ეს საქმიანობა მისთვის თავდაპირველად მხოლოდ ჰობი იყო. „როცა პატარა ვიყავი და ვხვდებოდი, რამდენად კარგი საშუალება იყო დაღლილი დავმჯდარიყავი კონკრეტულ სამუშაო მასალასთან, მემუშავა, ემოციები გადამეტანა, შედეგი მიმეღო და კედელზე მიმეჭიკარტებინა. მაგრამ დღეს უკვე ფინანსურად როცა მყარად ვარ, ეს უკვე ხელოვნების დამსახურებაა. ამიტომ ვერ ვამბობ, რომ პროფესიონალი ვარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ხელოვნება ჩემი პროფესიაა დღეს.“ დროთა განმავლობაში ნოდოს პატარა ფურცელი სტენსლად გადაიქცა. უნივერსიტეტის პირველ კურსზე პირველად აიღო ხელში სპრეი-ბალონი. მეორე კურსზე გადასვლის შემდეგ კი თბილისის მერიის ინიციატივით ჩატარებულ ერთ-ერთ აქტივობაში მიიღო მონაწილეობა და ზოოპარკის მიწისქვეშა გადასასვლელი მრავალფეროვანი ნახატებით მოხატა. მისი ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით ეზოს სივრცე ეტაპობრივად შეიცვალა და უფრო ფერადი გახდა. მეზობლებმა იმ ადგილს, სადაც იგი ხშირად მუშაობს და ახალ ნამუშევრებს ქმნის, „ნოდოს ჩიხი“ დაარქვეს. ეს სახელი ადგილობრივებში იმდენად დამკვიდრდა, რომ დღეს უკვე არაოფიციალურად სწორედ ასე მოიხსენიებენ ამ სივრცეს. “ადამიანისთვის ყველაზე მნიშველოვანია ქმედება, ყველაზე ღირებული ქმედებაში, მოქმედებასა და კეთებაშია, რადგან სწორედ ეს აყალიბებს პიროვნებას.” ნოდო იცნობს ბევრ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი აქვს, თუმცა თავად არაფრის კეთება არ უსწავლიათ. ის მიიჩნევს, რომ როდესაც ასეთი ადამიანები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და დაკარგავენ იმას, რაც ჰქონდათ, ხშირად აღარ იციან, როგორ იმოქმედონ. მისი შეფასებით, ძალიან რთულია, როცა ადამიანს არაფრის კეთება არ შეუძლია.ყველაზე დიდი სარგებელი ის არის, რომ ადამიანმა რაიმეს კეთება ისწავლოს, ამიტომ ყველას მოუწოდებს, რასაც აკეთებენ, სიყვარულითა და გულწრფელი დამოკიდებულებით აკეთონ. შემოქმედებითი საქმიანობა მუდმივად უკავშირდება საზოგადოების შეფასებებსაც. მხატვრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ აღიქვამენ ადამიანები მის ნამუშევრებს, თუმცა ნოდოსთვის კომპლიმენტიც და კრიტიკაც ერთნაირად ფასეულია. ნოდო კრიტიკასაც კომპლიმენტის ერთგვარ ფორმად აღიქვამს. მისი თქმით, ყველაზე ცუდი ისაა, თუკი ადამიანი საერთოდ არაფერს გეუბნება. იგი მიიჩნევს, რომ თუ ვინმე დროს ხარჯავს და საკუთარ აზრს გამოხატავს, ამისთვის მადლობელი უნდა იყო. ნამდვილი კომპლიმენტი გულწრფელად, გულიდან ნათქვამი სიტყვაა და მნიშვნელობა არ აქვს, ეს სიტყვა შექებას შეიცავს თუ კრიტიკას. მთავარია, ის გულწრფელი იყოს და ადამიანს განვითარების შესაძლებლობას აძლევდეს. ხელოვნების სიყვარული ხშირად ადამიანის შინაგან სამყაროსაც აყალიბებს. ადამიანი სამყაროს ფერებით, ემოციებითა და შემოქმედებითი თვალით როდესაც უყურებს, მასში მეტად ვითარდება მგრძნობელობა, თანაგრძნობა და სხვების მიმართ დადებითი დამოკიდებულება. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ჩვენი რესპონდენტის კეთილგანწყობა და სითბო, რაც პირდაპირ უკავშირდება იმ სამყაროს, რომელსაც ხელოვნების საშუალებით ქმნის. შესაძლოა, ნოდოს მიერ მოხატულ კედლებს ყოველდღიურად ბევრი ადამიანი ჩაუვლიდეს ისე, რომ ავტორის შესახებ არაფერი იცოდეს, თუმცა მისი ნამუშევრები მაინც აგრძელებენ სათქმელის გადმოცემას. ისინი ქალაქის ნაცრისფერ სივრცეებს ფერს მატებენ და გვახსენებენ, რომ ზოგჯერ ერთი ადამიანის შემოქმედებაც საკმარისია იმისთვის, რომ გარემო და ადამიანების განწყობა უკეთესობისკენ შეიცვალოს. ნოდარ ნახუცრიშვილთან ინტერვიუ იხილეთ ვიდეოში
მედია ცენტრის რედაქცია3 წთ საკითხავი
სტენსლის ოსტატი ნოდარ ნახუცრიშვილი
„მოქმედება აყალიბებს პიროვნებას“
ვიქტორია გეგია, ლიზი ხარჩილავა, სალომე ყორიაული
ქალაქის ნაცრისფერ ყოველდღიურობაში ხშირად გვხვდება ფერები, რომლებიც ჩვეულებრივ კედლებს ახალ სიცოცხლეს სძენს. ზოგჯერ ეს მხოლოდ ნახატი არ არის. ის ადამიანის ემოციების, გამოცდილებისა და სამყაროს აღქმის გამოხატულებაა. სწორედ ასეთი ხელოვანია ნოდო ნახუცრიშვილი, რომლის ნამუშევრებს თბილისის სხვადასხვა უბანში შეხვდებით.
ნოდო ნახუცრიშვილი ქართველი თვითნასწავლი მხატვარია. ის განსაკუთრებით ცნობილია თბილისში, კერძოდ ვარკეთილის დასახლებაში, ძველი კორპუსებისა და ქუჩების კედლების გაფერადებითა და მოხატვით. მისი ნახატები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გვხვდება და ხშირად ხელმოწერილია სიმბოლური სახელით „ნოდო“.
წლების განმავლობაში ხელოვნება ნოდოსთვის მხოლოდ გატაცება აღარ იყო. ის იქცა სივრცედ, სადაც საკუთარ ემოციებს, შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს გამოხატავდა. იყო პერიოდი, როდესაც შემოქმედებას მეტი დრო დაუთმო და მეგობრებთან ურთიერთობაში პასიური გახდა. სწორედ ამ პერიოდში დარწმუნდა, რომ საყვარელი საქმის კეთებასთან ერთად ადამიანური მხარდაჭერა და მეგობრების გვერდში დგომა არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ქუჩის მხატვრობა თანამედროვე ურბანული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი მიმართულებაა. ის მხოლოდ კედლებზე შესრულებულ ნახატებს არ გულისხმობს – ქუჩის ხელოვნება ადამიანების ემოციების, სოციალური დამოკიდებულებებისა და ყოველდღიური ცხოვრების გამოხატვის ფორმადაც მიიჩნევა. სხვადასხვა ქალაქში ქუჩის მხატვრები თავიანთ ნამუშევრებში ასახავენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს, ადამიანურ ისტორიებს, სიყვარულს, სირთულეებსა და იმედს. სწორედ ამიტომ, ქუჩის მხატვრობა დღეს უკვე არა მხოლოდ არაფორმალურ ხელოვნებად, არამედ კულტურული კომუნიკაციის მნიშვნელოვან ნაწილადაც განიხილება.
ხელოვნებასთან ნოდოს ურთიერთობა ბავშვობიდან იწყება. ჩვენი რესპონდენტი განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა ხატვის მიმართ და ეს საქმიანობა მისთვის თავდაპირველად მხოლოდ ჰობი იყო.
„როცა პატარა ვიყავი და ვხვდებოდი, რამდენად კარგი საშუალება იყო დაღლილი დავმჯდარიყავი კონკრეტულ სამუშაო მასალასთან, მემუშავა, ემოციები გადამეტანა, შედეგი მიმეღო და კედელზე მიმეჭიკარტებინა. მაგრამ დღეს უკვე ფინანსურად როცა მყარად ვარ, ეს უკვე ხელოვნების დამსახურებაა. ამიტომ ვერ ვამბობ, რომ პროფესიონალი ვარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ხელოვნება ჩემი პროფესიაა დღეს.“
დროთა განმავლობაში ნოდოს პატარა ფურცელი სტენსლად გადაიქცა. უნივერსიტეტის პირველ კურსზე პირველად აიღო ხელში სპრეი-ბალონი. მეორე კურსზე გადასვლის შემდეგ კი თბილისის მერიის ინიციატივით ჩატარებულ ერთ-ერთ აქტივობაში მიიღო მონაწილეობა და ზოოპარკის მიწისქვეშა გადასასვლელი მრავალფეროვანი ნახატებით მოხატა.
მისი ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით ეზოს სივრცე ეტაპობრივად შეიცვალა და უფრო ფერადი გახდა. მეზობლებმა იმ ადგილს, სადაც იგი ხშირად მუშაობს და ახალ ნამუშევრებს ქმნის, „ნოდოს ჩიხი“ დაარქვეს. ეს სახელი ადგილობრივებში იმდენად დამკვიდრდა, რომ დღეს უკვე არაოფიციალურად სწორედ ასე მოიხსენიებენ ამ სივრცეს.
“ადამიანისთვის ყველაზე მნიშველოვანია ქმედება, ყველაზე ღირებული ქმედებაში, მოქმედებასა და კეთებაშია, რადგან სწორედ ეს აყალიბებს პიროვნებას.”
ნოდო იცნობს ბევრ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი აქვს, თუმცა თავად არაფრის კეთება არ უსწავლიათ. ის მიიჩნევს, რომ როდესაც ასეთი ადამიანები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და დაკარგავენ იმას, რაც ჰქონდათ, ხშირად აღარ იციან, როგორ იმოქმედონ. მისი შეფასებით, ძალიან რთულია, როცა ადამიანს არაფრის კეთება არ შეუძლია.ყველაზე დიდი სარგებელი ის არის, რომ ადამიანმა რაიმეს კეთება ისწავლოს, ამიტომ ყველას მოუწოდებს, რასაც აკეთებენ, სიყვარულითა და გულწრფელი დამოკიდებულებით აკეთონ.
ნოდარ ნახუცრიშვილის მოხატული კორპუსი
ნოდოს ჩიხშიქუჩის ძაღლებისთვის სახლებიც დაიდგა
შემოქმედებითი საქმიანობა მუდმივად უკავშირდება საზოგადოების შეფასებებსაც. მხატვრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ აღიქვამენ ადამიანები მის ნამუშევრებს, თუმცა ნოდოსთვის კომპლიმენტიც და კრიტიკაც ერთნაირად ფასეულია.
ნოდო კრიტიკასაც კომპლიმენტის ერთგვარ ფორმად აღიქვამს. მისი თქმით, ყველაზე ცუდი ისაა, თუკი ადამიანი საერთოდ არაფერს გეუბნება. იგი მიიჩნევს, რომ თუ ვინმე დროს ხარჯავს და საკუთარ აზრს გამოხატავს, ამისთვის მადლობელი უნდა იყო. ნამდვილი კომპლიმენტი გულწრფელად, გულიდან ნათქვამი სიტყვაა და მნიშვნელობა არ აქვს, ეს სიტყვა შექებას შეიცავს თუ კრიტიკას. მთავარია, ის გულწრფელი იყოს და ადამიანს განვითარების შესაძლებლობას აძლევდეს.
ხელოვნების სიყვარული ხშირად ადამიანის შინაგან სამყაროსაც აყალიბებს. ადამიანი სამყაროს ფერებით, ემოციებითა და შემოქმედებითი თვალით როდესაც უყურებს, მასში მეტად ვითარდება მგრძნობელობა, თანაგრძნობა და სხვების მიმართ დადებითი დამოკიდებულება. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ჩვენი რესპონდენტის კეთილგანწყობა და სითბო, რაც პირდაპირ უკავშირდება იმ სამყაროს, რომელსაც ხელოვნების საშუალებით ქმნის.
შესაძლოა, ნოდოს მიერ მოხატულ კედლებს ყოველდღიურად ბევრი ადამიანი ჩაუვლიდეს ისე, რომ ავტორის შესახებ არაფერი იცოდეს, თუმცა მისი ნამუშევრები მაინც აგრძელებენ სათქმელის გადმოცემას. ისინი ქალაქის ნაცრისფერ სივრცეებს ფერს მატებენ და გვახსენებენ, რომ ზოგჯერ ერთი ადამიანის შემოქმედებაც საკმარისია იმისთვის, რომ გარემო და ადამიანების განწყობა უკეთესობისკენ შეიცვალოს.
ნოდარ ნახუცრიშვილთან ინტერვიუ იხილეთ ვიდეოში




